კალათა

დეტალურად

უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს... უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება... დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობის დროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს ‒ მისი ორი მეგობარი ტყეში უკვალოდ დაიკარგა, თავად კი, სისხლში ამოთხვრილი, ძლივს იპოვეს ‒ ბიჭს აღარაფერი ახსოვდა. გავიდა დრო... იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა. თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს ‒ მხოლოდ ჭორებითა და ბუნდოვანი მოგონებებით ვერ ამოხსნის გოგონას იდუმალებით მოცული მკვლელობის საიდუმლოს. მაგრამ რობ რაიანი გრძნობს, რომ დამნაშავეს იპოვის, თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში უღრან ტყეში... ირლანდიელი მწერალი ტანა ფრენჩი არაერთი ცნობილი თრილერის ავტორია. 2014 წელს მწერალს მიენიჭა ირლანდიის წიგნის პრემია საუკეთესო კრიმინალური თრილერისთვის. ტანა ფრენჩი ისეთი პრესტიჟული პრემიების მფლობელია, როგორიცაა: Edgar Award for Best First Novel, Anthony Award, Macavity Award, Barry Award, Irish Book Award. რომანი „უღრან ტყეში“ 30 ენაზეა თარგმნილი.
  • პროლოგი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • სქოლიო