კალათა

დეტალურად

მშვიდობით, გარი კუპერ

რომენ გარი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი მზია გომელაური

რომანი

თარგმანი ფრანგულიდან

რომენ გარი (1914-1980), რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუსში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გოლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იგი იბრძოდა ინგლისში, აფრიკაში, აბისინიაში და ლიბიაშიც, მონაწილეობდა ნორმანდიის ცნობილ ბრძოლებში. მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდება, განმათავისუფლებელი ბრძოლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მამაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ რომენ გარი დიპლომატიურ კარიერას გაჰყვა. მოღვაწეობდა სოფიაში, ბერნში, გაეროში, ბოლოვიაში; ბოლოს, იყო კონსული ლოს-ანჯელესში. რომენ გარი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე, „ახალი ტალღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი წლის თავზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი, პიესა, მოთხრობების კრებული, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა – რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – გონკურის პრემია – წიგნებისთვის „ცის ფესვები“ და „ცხოვრება წინაა“. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით გამოქვეყნებული ეს ორი ნაწარმოები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნოდა.
  • I
  • II
  • III
  • IV
  • V
  • VI
  • VII
  • VIII
  • IX
  • X
  • XI
  • XII
  • XIII