კალათა

დეტალურად

ფეხისწვერებით მოტანილი სამყარო – პოეზია - იდუმალის გამჟღავნებაა... სულის სკივრში გადამალული განძის გამომზეურება, მეტაფორები კი, ემოციების ესენციად ქცეულა, სრულიად სხვადასხვა გემოს, სურნელს და ფერს რომ ატარებენ. სწორედ ამ არომატებით გამოირჩევა მაკა ჯაიანის ლექსების პირველი წიგნი, განსაკუთრებული სიფაქიზე, სინაზე და სიფრთხილე რომ დაჰყვება. ამ ჰაიკუს ჟანრის ლექსშიც - „შაქარყინული“ - მეტაფორები შაქარი და ყინული გამომსახველობის ძალით ქმნის ისეთ გემოს, როგორიც მხოლოდ სატრფოს შეხებას შეიძლება ჰქონდეს. ეს რამდენიმე სტრიქონი სიყვარულის ნამდვილ ალქიმიას გაზიარებთ, როდესაც ყინული შაქარყინულად იქცევა ერთი სულის შებერვით! მთავარია, ეს სული შეყვარებულის ბაგეებიდან მოდიოდეს. ეს კი მეტაფორებით ჯადოქრობაა. ჩემი შეხება ამ წიგნთან სკივრიდან საუცხოო საგნების ამოლაგებას ჰგავს, თითოეულს რომ განსხვავებული ფორმა და ემოცია მოჰყვება... საგულდაგულოდ შენახული, სათუთად აბრეშუმში გამოხვეული საგნები გახსნისას მოლოდინს რომ გიმძაფრებს და გიმართლებს... – ცირა ბარბაქაძე
  • ფეხისწვერებით მოტანილი სამყარო
  • წინათქმა
  • გამოფხიზლება
  • სამი წერტილი
  • სახლს ვქსოვდი
  • შაქარყინული
  • როცა
  • * * * (არ მეტკინებოდა დღე...)
  • ეფემერა
  • შემოდგომა
  • * * * (როცა გვეგონა...)
  • * * * (მე არ გეძახი...)
  • არიზონა
  • იქამდე
  • * * * (ყვითელი ფერი ჩემი ფერია...)
  • რაფსოდია
  • პასუხიანი კითხვები
  • ნაპირი
  • შუადღის სონეტი აპრილს
  • ნეკერჩხლები
  • ზოგადი ფიქრები კონკრეტული ფაქტების ირგვლივ
  • სიზმარი
  • ის, რაც თქვი
  • * * * (საღებავები შეაშრა წვიმას...)
  • * * * (ამ სახლს არ ახლავს...)
  • ქარიანი დღე
  • თავს ვიტყუებ, ანუ თებერვალია
  • პატარა გოგოს ფიქრები
  • * * * (მინდა, მყოფნიდეს...)
  • მე მოვიწყინე
  • სიცარიელე
  • 31 ივნისს, მთვარიან დღეს
  • ძველ მეგობარს
  • * * * (ახალი კაბა...)
  • * * * (გამოიღვიძებს...)
  • ზღაპარი მამაცი მონადირისა და მისი ცოლისა
  • საღამო
  • პარალელური ხაზები
  • იქნებ
  • წინა დღის ემოციები
  • * * * (შენ დამთავრდი...)
  • როგორ?
  • რომ არ...
  • ისევ
  • * * * (თოვს...)
  • ცოდვა
  • * * * (მე ისე მეშინია მარტოობის...)
  • ფეხისწვერებზე
  • მწუხრის ამბავი
  • გულუბრყვილო თამაშები
  • ლიანდაგები