კალათა

დეტალურად

ყველა შემოქმედს თავისი სათქმელი აწვალებს და შენ მაგივრად კი სხვა ვერასდროს იტყვის. ამიტომ სულერთია, როგორ სტრიქონებს ქმნი, საუკუნეებს რომ დარჩება, თუ ერთ კონკრეტულ მკითხველამდე რომ მიაღწევს და გულს გაუხსნის... მთავარი - გამოთქმაა, ემოციების სიტყვების ენაზე გადმოთარგმნაა. ამიტომ ჩვენი ავტორიც ასე მძაფრად განიცდის მოწოლილი ემოციების ნაკადს. ემოციათა ეს მოძალება უნიკალურია და შორენა თალაკვაძე კი ასე გამოთქვამს: „რა სალვადორი, რაღა მონე, რისი გოია, / ჩემი მუზები დედამიწას ფეხით მოიარს, / ასე ფერადად ვის აჩვენა ტილო ბოკაჩომ, / როცა მაწვება ფერთა გამა ლამის მომახრჩოს...“ („მე მაპატიეთ“). თითქოს არც არაფერია ახალი ცისქვეშეთში... ყველაფერი ძველია და ახალიც კარგად დავიწყებული ძველი, მაგრამ როგორც სამყარო არ ნებდება არავის სურვილს, ასე ჩვენი ავტორიც. „ისევ ბერდება და არ ნებდება / არავის სურვილს სამყარო ძველი...“. შორენა თალაკვაძის ზოგიერთი ლექსი იმდენად ვიზუალურია, რომ კითხულობ და სურათს ხედავ: როგორ წვიმს... წვიმაში - ლამპიონები და გზაზე - მარტო კაცი... ეს სურათი ლექსში ასე გამოიყურება: „ნისლიანი საღამო, წვიმისფერი ქუჩა, / მყუდროებას, საამოს, ბოლო აღარ უჩანს, / მარტო ლამპიონები, მარტო კაცი გზაზე, / მარტოობის მონები, წვიმის წვეთის ხმაზე!“ და ისევ დრო... დროსთან დიალოგი, დროსთან კამათი, დროიდან გასვლა და დროში დაბრუნება... გამოსავლად კი ავტორი განდობას გვთავაზობს. ეს სტრიქონებიც შორენა თალაკვაძის განდობაა მკითხველისადმი, ლოდივით რომ აწვა სულს და ახლა კი სიტყვებით გათავისუფლებულან... ქარწაღებული ბარათები ერთად შეკრებილან ამ წიგნში და თავის მკითხველს ელოდებიან! (რედაქტორი პოეტი ცირა ბარბაქაძე).
  • რედაქტორის წინასიტყვაობა – ქარწაღებული ბარათები
  • ავტორის წინასიტყვაობა
  • მე მაპატიეთ
  • * * * (თუ წვიმის ხმაური...)
  • ...გალაკტიონი
  • მონატრება
  • * * * (ფეხაკრეფით გავიარე ტირიფების შრიალში...)
  • გური თალაკვაძეს
  • თამარს, ჩემს მეგობარს
  • ანა კალანდაძეს
  • * * * (მერე რა, რომ წლები აღარ დაბრუნდება...)
  • * * * (გავლილს - გამოივლი...)
  • მამას
  • * * * (უსმენენ სონეტებს, ვალსებს და გარსიას...)
  • * * * (სხვას ვიპოვი, აბა რა...)
  • * * * (ოქტომბერია... შენთან მინდა...)
  • * * * (პატარა ქუჩა...)
  • დრო
  • * * * (აიწურება ბროწეულები...)
  • * * * (რამე უნდა მკითხო...)
  • * * * (მყავს ორი ვაჟი...)
  • * * * (არ მიყვარს ზაფხულში ზამთარს რომ ნატრობენ...)
  • * * * (არაფერს ისეთს, უბრალო მითებს...)
  • ბერიკაცი
  • * * * (ქვიშის საათი სანამ ჩაიცლება...)
  • დღიურები
  • * * * (ეჭვი და კამათი - ყულფი და ჯალათი...)
  • * * * (რამ შეგცვალათ ასე უცებ, ქალბატონო...)
  • * * * (სამყაროს ნაწილი - ცხოვრების “ქავერი”...)
  • რატომ?!.
  • * * * (გაავდრებულს გაგიმზევებ გულს უცნაურს...)
  • * * * (არაფერია საძრახი თუკი...)
  • * * * (სიკვდილის შიშმა თუ დაგრია მზაკვრული ხელი...)
  • * * * (ეს შემოდგომა ისე აპირებს წასვლას...)
  • * * * (ნუ მითვალთვალებ, მთვარევ...)
  • * * * (სამართალი სადღაც ბავშვებს ჰქონდათ ხელში...)
  • * * * (ღამის მზემ დამნათა მთვარედ...)
  • სტუმარი
  • * * * (ეს შემოდგომას სითბო ეშურება...)
  • * * * (ეული ველი სადღაც მინდორში...)
  • * * * (არავინ იცის სადაა ბოლო...)
  • * * * (შემოდგომა სავსეაო მარაგით...)
  • * * * (ისე ურცხვად მიმატოვა ყველამ...)
  • ბებოს
  • * * * (ნაკიანი თებერვალი...)
  • ქარწაღებული
  • * * * (ალბათ რაღაც მაკლია...)
  • * * * (გაზაფხულს მოგიყვან იების იმედად...)
  • * * * (დარდის შენ რა იცი...)
  • * * * (...და რომ მოვკვდები, მეღირსა ოდეს...)
  • * * * (- რა გაცვეთილი ლეგენდაა წასვლის სანაცვლოდ...)
  • * * * (რამეს აღარ მეტყვი?...)
  • * * * (რა გატირებს?...)
  • * * * (ჩემო ვიოლინოვ...)
  • * * * (ცხოვრება - შანსია, ხანდახან თარსია...)
  • * * * (გზაზე რომ დგახარ და გზას ეძებ მაინც ჯიუტად...)
  • * * * (ნაღვლიანი, საამო...)
  • * * * (არ ვემდური არავის...)
  • * * * (ჭაღარით მეტი ან ნაკლები...)
  • * * * (როგორც გინდა შეაფასო...)
  • * * * (წავა, მოივლის მთებს და ღელეებს...)
  • * * * (ნისლიანი საღამო, წვიმისფერი ქუჩა...)
  • * * * (ღიღინით გავლილ მოსახვევებს...)
  • * * * (ზღვამ ტალღებით გადაშალა ჩვენი ნაფეხურები...)
  • * * * (უხასიათობის ხასიათმა ისე ამიკრა და ჩამიხუტა...)
  • * * * (ბოთლში მომწყვდეული ისტორიით...)
  • * * * (საგაზაფხულოდ რატომ არ თბილა?...)
  • * * * (არ მინდა ღიმილი...)
  • * * * (ათასჯერ დაწერ და დახევ და გადაყრი...)
  • * * * (არავის უკითხავს, რად გალობს ბულბული?...)
  • * * * (გაუგონარი სისასტიკით მსრესენ წამები...)
  • * * * (აშოტილი მთების კალთებს ეპარება ქარი...)
  • * * * (ნუ დამიჯერებ, ვერ ვქარგავ ისე...)
  • შვილებს!
  • * * * (დროდადრო უძილო მოველი განთიადს...)
  • * * * (...ეწევი?...)
  • * * * (დაგაცდი და გადაივლის შემოდგომაც...)
  • * * * (პატარა გოგოა, რომ უკვე დიდია...)
  • * * * (ლექსი ისე მოგადგება მგლურად...)
  • * * * (ქარს ათხოვე ბარათი, როდის დაგიბრუნდება...)
  • * * * (არ გეწყინოს - თუ გეწყინა...)
  • * * * (ოქტომბერი - სხვანაირი ალის ფერით...)
  • * * * (ჩანახატი...)
  • * * * (ჩემი მუსიკა რომ ხარ...)
  • * * * (ცარიელია გზა, სახლი, ქუჩა...)
  • * * * (დაცარიელდი...)
  • * * * (ისეთი თბილი, ნაღვლიანი თვალები ჰქონდა...)
  • * * * (საით მიდიხარ, ვინ ხარ ნეტავი?...)
  • „ნატვრის ხე“
  • * * * (რას სთავაზობ საპირწონეს...)
  • * * * (არაფერზე არ იცვლება ამინდი...)
  • * * * (არაფერს ისე აღარ დავეძებ...)
  • * * * (სანამდეც მიყვარხარ გითხარი...)
  • „დანაშაული“
  • * * * (ნავი და ნაპირი...)
  • ლევანიკოს
  • * * * (თეთრი ღამეების ფორიაქით...)
  • * * * (გულნატკენის რომ მიიღებ შენდობას...)
  • * * * (დრო გადის და ვერაფერი მასწავლა...)
  • * * * (ლოდინით გავლილ მოსახვევებს...)
  • * * * (არავინ იცის სადაა ბოლო...)
  • * * * (გული ძგერს ჩქარეულ...)
  • * * * (ლამაზი გოგონა მოჰყვება...)
  • * * * (რას საყვედურობ, რა გინდა?...)
  • * * * (რა სასაფლაო, რის ნიავი საფლავის ქვასთან...)
  • * * * (როცა საღ აზრს “აწვები”...)
  • * * * (აღარ ვაპირებ ვიყო ჩუმი, “მიუსაფარი”...)
  • * * * (გაუთამამდი აქაო - სიცოცხლე მშვენიერია...)
  • * * * (და ნოემბერი უქონელი როგორც გლახაკი...)
  • * * * (წვიმს - ნოემბერმა ჩამოუშვა სველი ფარდები...)
  • * * * (გამოიდარა, ჩამორეცხა სევდის ფერები...)
  • * * * (როცა გიყვარს გაგიჟებით...)
  • * * * (ცრემლი არის: წყენის, ტკენის...)
  • * * * (თუ არ გესმის ლექსის “მიქსი”...)
  • * * * (რამე მითხარი, დამიძახე, მეჩხუბე, დამგმე...)
  • * * * (ნეტავ როდის გადაივლის ის თვე...)
  • * * * (ვიღაცამ იცის არაბული, სხვამ - ბოტანიკა...)