კალათა

დეტალურად

პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად. „ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის – სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის, მკვლელობების, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?!
  • წინათქმა
  • I. არის თუ არა ეს მოჩვენება?
  • II. ახალი მარგარიტა
  • III.
  • IV. ლოჟა №5
  • V. „ლოჟა №5“ (გაგრძელება)
  • VI. მოჯადოებული ვიოლინო
  • VII. ვიზიტი ლოჟა №5-ში
  • VIII.
  • IX. იდუმალი კარეტა
  • X. ბალ-მასკარადზე
  • XI. „მამაკაცის ხმის“ სახელი უნდა დაივიწყოს
  • XII. ლიუკებს ზემოთ
  • XIII. აპოლონის ქნარი
  • XIV. ლიუკების მოყვარულის ოსტატური ნამოქმედარი
  • XV. ინგლისური ქინძისთავის უცნაური საქციელი
  • XVI. „კრისტინ! კრისტინ!“
  • XVII. დედილო ჟირის საკვირველი აღიარება ოპერის მოჩვენებასთან მისი პირადი ურთიერთობების თაობაზე
  • XVIII. ინგლისური ქინძისთავის უცნაური საქციელის გაგრძელება
  • XIX. პოლიციის კომისარი, ვიკონტი და სპარსელი
  • XX. ვიკონტი და სპარსელი
  • XXI. ოპერის სარდაფებში
  • XXII. სპარსელის საინტერესო და ჭკუის სასწავლი ტანჯვა-ვაება ოპერის სარდაფებში
  • XXIII. წამების ოთახში (სპარსელის ნაამბობის გაგრძელება)
  • XXIV. წამება იწყება (სპარსელის ნაამბობის გაგრძელება)
  • XXV. „კასრები! კასრები! გაქვთ გასაყიდი კასრები?“ (სპარსელის ნაამბობის გაგრძელება)
  • XXVI. მოვატრიალოთ მორიელი? მოვატრიალოთ კალია? (სპარსელის ნაამბობის დასასრული)
  • XXVII. მოჩვენების სიყვარულის დასასრული
  • ეპილოგი
  • სქოლიო