კალათა

დეტალურად

"კამინო რიალი" ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ ენიგმატურ პიესებს შორის, განსაკუთრებული მოვლენაა. ავტორმა ამ სათაურით 1945 წელს ჯერ ლექსი დაწერა, შემდეგ ერთაქტიანი პიესა შექმნა (10 ბლოკი), ბოლოს კი 1952 წელს პიესის მეორე ვერსია შექმნა 16 ბლოკად, რომელიც ბროდვეიზე დაიდგა (რეჟისორი ელია კაზანი). სპექტაკლი ჩავარდა და ისეთი საშინელი რეცენზიები მოჰყვა, რომ ორივე, იმ დროს უკვე სახელგანთქმულ (ოსკაროსან!) შემოქმედს 1953 წლის 19 მარტი მოუშუშებელ ტკივილად დარჩა... დღეს კი "კამინო რიალი" "ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება, რომელმაც ტრადიციული ნატურალისტური თეატრის დანგრევა და პოეტური თეატრის დამკვიდრება სცადა. ამ პიესაში უმთავრესი თავისუფლების ხარისხია. სასიამოვნო, უსაზღვრო, შვების მომგვრელი, უცნაური გათავისუფლების შეგრძნება… იგი არც ქაოსია, არც ანარქია, პირიქით, ასეთი ზუსტი ფორმა და მყარი კონსტრუქცია ჯერ არასოდეს შემიქმნია. ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გონი სავსეა ხატებით, სიმბოლოებით, რაც კომუნიკაციის საშუალებას ქმნის. მე ისინი მხატვრულ სახეებად გამოვიტანე, რადგან უფრო ზუსტად გამოხატავენ სათქმელს, ვიდრე ტექსტი... ზოგჯერ, უტყვი ჟესტი ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე უამრავ ფურცელზე აღწერილი იდეა." (ტენესი უილიამსი) კამინო რიალი იყო უძველეს გზათა სისტემა ლათინური ამერიკის ქვეყნებში... პიესაში კამინო რიალი ეწოდება საპორტო ქალაქს. იგი ჰგავს ნებისმიერ სხვას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. ანუ არის ყველგან და არსად. ამ ადგილიდან გაღწევა თითქოს შეუძლებელია. დიდი ქვის გალავანი დგას მასა და მთელ სამყაროს შორის. კედლის მიღმა ტერა ინკოგნიტაა. პირველი, ვინც ამ ქალაქში მოდის, დონ კიხოტია. იგი იძინებს, და "ამბავი" მისი სიზმარია. მოქმედი პირები არიან რეალურად არსებული და მხატვრული ლიტერატურიდან აღებული პერსონაჟები - სიმბოლოები! ეს პიესა ეძღვნება მათ, ვინც უღრან ტყეში აღმოჩნდა და გზა დაკარგა.
  • პროლოგი
  • პირველი ბლოკი
  • მეორე ბლოკი
  • მესამე ბლოკი
  • მეოთხე ბლოკი
  • მეხუთე ბლოკი
  • მეექვსე ბლოკი
  • მეშვიდე ბლოკი
  • მერვე ბლოკი
  • მეცხრე ბლოკი
  • მეათე ბლოკი
  • მეთერთმეტე ბლოკი
  • მეთორმეტე ბლოკი
  • მეცამეტე ბლოკი
  • მეთოთხმეტე ბლოკი
  • მეთხუთმეტე ბლოკი
  • მეთექვსმეტე ბლოკი