კალათა

დეტალურად

ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა „სიხარულობანას“ თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა. მაგრამ ერთხელ პოლიანას ცხოვრებაში დგება ნამდვილი განსაცდელი, როცა მან აღარ იცის, რა უნდა უხაროდეს. როგორ გაუმკლავდება გოგონა ამ განსაცდელს, წაიკითხავთ ამერიკელი მწერლის, ელინორ პორტერის წიგნში, რომელიც პირველად 1913 წელს გამოვიდა და რომლის მთავარი გმირი, პოლიანა, დღემდე რჩება სიკეთისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ.
  • თავი პირველი. მის პოლი
  • თავი მეორე. მოხუცი ტომი და ნენსი
  • თავი მესამე. პოლიანას ჩამოსვლა
  • თავი მეოთხე. ოთახი სხვენში
  • თავი მეხუთე. თამაში
  • თავი მეექვსე. მოვალეობის საკითხი
  • თავი მეშვიდე. პოლიანა და სასჯელები
  • თავი მერვე. პოლიანა სტუმრად მიდის
  • თავი მეცხრე. უცნობი კაცის ამბავი
  • თავი მეათე. სიურპრიზი მისის სნოუსთვის
  • თავი მეთერთმეტე. ჯიმი ბინის გაცნობა
  • თავი მეთორმეტე. საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
  • თავი მეცამეტე. პენდელტონის ტყეში
  • თავი მეთოთხმეტე. ლაბა
  • თავი მეთხუთმეტე. ექიმი ჩილტონი
  • თავი მეთექვსმეტე. წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
  • თავი მეჩვიდმეტე. „ზუსტად ისე, როგორც წიგნებში“
  • თავი მეთვრამეტე. ბროლის კუნწულები
  • თავი მეცხრამეტე. საკვირველი ამბები
  • თავი მეოცე. კიდევ უფრო საკვირველი ამბები
  • თავი ოცდამეერთე. პასუხი კითხვაზე
  • თავი ოცდამეორე. ქადაგებანი და შეშის ყუთები
  • თავი ოცდამესამე. უბედური შემთხვევა
  • თავი ოცდამეოთხე. ჯონ პენდელტონი
  • თავი ოცდამეხუთე. ლოდინი
  • თავი ოცდამეექვსე. შეღებული კარი
  • თავი ოცდამეშვიდე. ორი ვიზიტი
  • თავი ოცდამერვე. თამაში და მოთამაშეები
  • თავი ოცდამეცხრე. გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
  • თავი ოცდამეათე. საჭესთან ჯიმი დგება
  • თავი ოცდამეთერთმეტე. ახალი ბიძა
  • თავი ოცდამეთორმეტე. პოლიანას წერილი
  • სქოლიო