კალათა

დეტალურად

კონელი და მარიანი ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში იზრდებიან. სკოლაში კონელი პოპულარულია, მარიანი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მარიანის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირა დგება. „ჩვეულებრივი ადამიანები“ – ესაა ამბავი საერთო ინტერესებზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, ორი ადამიანის მხიარულ, ანდამატურ, რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ, მაგრამ არ გამოსდით. რომანში კარგად ჩანს, რამდენად რთულად იცვლება ადამიანი. წყვილის ურთიერთობას გამუდმებით თან სდევს გულგატეხილობა, სინანული, მონატრება, ბრაზი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულისგან გამოწვეული მღელვარება… ამ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გრძელ გზაზე სწავლობენ, რა არის სექსი, ძალაუფლება, ტკივილის მიყენების ვნება და აღტაცება იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს.
  • იანვარი, 2011
  • სამი კვირის შემდეგ (თებერვალი, 2011)
  • ერთი თვის შემდეგ (მარტი, 2011)
  • ექვსი კვირის შემდეგ (აპრილი, 2011)
  • ორი დღის შემდეგ (აპრილი, 2011)
  • ოთხი თვის შემდეგ (აგვისტო, 2011)
  • სამი თვის შემდეგ (ნოემბერი, 2011)
  • სამი თვის შემდეგ (თებერვალი, 2012)
  • ორი თვის შემდეგ (აპრილი, 2012)
  • სამი თვის შემდეგ (ივლისი, 2012)
  • ექვსი კვირის შემდეგ (სექტემბერი, 2012)
  • ოთხი თვის შემდეგ (იანვარი, 2013)
  • ექვსი თვის შემდეგ (ივლისი, 2013)
  • ხუთი თვის შემდეგ (დეკემბერი, 2013)
  • სამი თვის შემდეგ (მარტი, 2014)
  • ოთხი თვის შემდეგ (ივლისი, 2014)
  • ხუთი წუთის შემდეგ (ივლისი, 2014)
  • შვიდი თვის შემდეგ (თებერვალი, 2015)