კალათა

დეტალურად

თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე... ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.
  • პროლოგი
  • პირველი თავი. მგლების ხროვა
  • მეორე თავი. შავი ბურთი, მელნის ბურთი
  • მესამე თავი. როდის შემოვლენ იაპონელი ეშმაკები სოფელში?
  • მეოთხე თავი. შავი ძაღლი წავიდა
  • მეხუთე თავი. უკანა მთა
  • მეექვსე თავი. ქვა მთის მწვერვალზე
  • მეშვიდე თავი. კვალს მიდევნება
  • მერვე თავი. ცეცხლოვანი დაღი
  • მეცხრე თავი. ტყვიამ ყურთან ჩაიწუილა
  • მეათე თავი. მონური შრომა
  • მეთერთმეტე თავი. უკან დაბრუნება
  • მეთორმეტე თავი. ანთებული ჩირაღდანი
  • მეცამეტე თავი. დღეები ღრუბლებივით მიდიოდნენ
  • მეთოთხმეტე თავი. პატარა კვიცი
  • მეთხუთმეტე თავი. კვიცთან ერთად ძილი
  • მეთექვსმეტე თავი. ცხენების მეურნეობის დასასრული
  • მეჩვიდმეტე თავი. იეხუს ხეობა
  • მეთვრამეტე თავი. განცალკევება
  • მეცხრამეტე თავი. ჩასაფრება
  • მეოცე თავი. ღრმა მთები
  • ოცდამეერთე თავი. „იჭიხვინე, იჭიხვინე, იჭიხვინე!...“
  • ოცდამეორე თავი. შეაჩერე ცხენი უფსკრულის პირას
  • ოცდამესამე თავი. თოფის ლულა
  • ოცდამეოთხე თავი. ცხენების წამება
  • ოცდამეხუთე თავი. დაბომბვა
  • ოცდამეექვსე თავი. საველე ჰოსპიტალი
  • ოცდამეშვიდე თავი. ტყვე
  • ოცდამერვე თავი. ნანგრევები
  • ოცდამეცხრე თავი. ხვეწნა მუხლმოდრეკით
  • ოცდამეათე თავი. ალყა
  • ოცდამეთერთმეტე თავი. უკანა მთაზე დაბრუნება
  • ოცდამეთორმეტე თავი. შურისძიება
  • ოცდამეცამეტე თავი. შურისძიება (მეორე ნაწილი)
  • ოცდამეთოთხმეტე თავი. თოვლი