კალათა

დეტალურად

ორტომეულის თემაა ქალი ქართულ ლიტერატურაში. I ტომი წარმოადგენს ანთოლოგიას, რომელშიც შესულია ქალის პრობლემებზე შექმნილი ნაწარმოებები ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივიდან“ თანამედროვე მწერალი ქალის, ირმა მალაციძის „ფატიათი“ დამთავრებული. ეს ნაწარმოებები არა ფორმალური, არამედ ეგზისტენციალური ნიშან-თვისებებით დალაგდა, რამაც მასზე ახლებურად ფიქრის, ნაფიქრის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გატანის ძლიერი იმპულსი უნდა გააჩინოს. II ტომში შესული კრიტიკული წერილების სახით კი პროექტი მოკრძალებული მცდელობაა გენდერული კვლევების შესწავლის გზაზე. პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი. რედაქტორი შოთა იათაშვილი. გამოიცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა - შოთა იათაშვილი
  • ილია ჭავჭავაძე — ოთარაანთ ქვრივი
  • ალექსანდრე ყაზბეგი — ელეონორა
  • ვაჟა-ფშაველა — დარეჯანი
  • ეკატერინე გაბაშვილი — გურგენაულის ბაბო
  • დავით კლდიაშვილი — მსხვერპლი
  • შიო არაგვისპირელი — მელოს დღიურიდან
  • ნინო ნაკაშიძე — ატესტატი
  • ნიკო ლორთქიფანიძე — თავსაფრიანი დედაკაცი
  • მიხეილ ჯავახიშვილი — მესამე
  • ლეო ქიაჩელი — თავადის ქალი მაია
  • გიორგი ლეონიძე — მარიტა (წიგნიდან „ნატვრის ხე“)
  • გურამ რჩეულიშვილი — ბათარეკა ჭინჭარაული
  • რეზო ინანიშვილი — მირანდუხტ
  • ოთარ ჩხეიძე — ბოლოს მაინც ჭოტი ჰკიოდა
  • ნუგზარ შატაიძე — ქეთო გალოთებულა
  • ნაირა გელაშვილი — ანტენა. ქალაქი. ნისლები.
  • ქეთი ნიჟარაძე — ძველი სახლი
  • ცირა ყურაშვილი — უკან არ მიიხედო
  • შოთა იათაშვილი — რვაფეხა
  • მაკა მიქელაძე — გვირაბი
  • ნანა აკობიძე — კაცი, რომელიც არასოდეს ოცნებობდა დიდმკერდა ცოლზე
  • ბესო ხვედელიძე — თამრო
  • ანა კორძაია-სამადაშვილი — ნინა
  • ეკა ღაღანიძე — აჯაფსანდალი
  • ზურა მესხი — სპაზმები
  • ირმა ტაველიძე — ავი ქალების სასთუმალთან
  • თეონა დოლენჯაშვილი — ლიანა, ვერა, ნორიკო.
  • ირმა მალაციძე — ფატია
  • ავტორთა ბიოგრაფიები