კალათა

დეტალურად

ტექსტი და სიმართლე

მალხაზ ხარბედია

გამომცემლობა აზრი

კრიტიკა

ამ წიგნში ბოლო წლების მანძილზე დაწერილი კრიტიკული ესეები შევიტანე. თანამედროვე ქართული პროზა, პოეზია, თარგმანის საკითხები, ლიტერატურის პოლიტიკა, საგამომცემლო საქმე. პირობითად ასე შემიძლია განვსაზღვრო ამ წიგნის თემატური ველი და ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღელვებდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ფიქრისას და წერისას. წიგნს „ტექსტი და სიმართლე“ დავარქვი, რადგან ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ სიმართლე, პასუხისმგებლობა და კრიტიკული აღმოჩენები აცოცხლებს ლიტერატურას. წიგნში სულ ოთხი რუბრიკაა – კრიტიკა და ლიტერატურის პოლიტიკა და ასევე დაკვირვებები: თანამედროვე ქართულ პროზაზე, პოეზიაზე და თარგმანზე. აქ ათეულობით ავტორს შეხვდებით, რომლებიც დღეს ახალ ლიტერატურას ქმნიან და ცდილობენ გააქარწყლონ არასწორი და ზერელე წარმოდგენები, მკითხველთა აკვიატებები იმის შესახებ, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ ერთი ან ორი მწერლის წაკითხვა ღირს. ეს ზერელობა და საქმის გამარტივება თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის მთავარი სენია, რადგან მკითხველთა უმრავლესობა (და გამომცემელთა უმრავლესობაც) მხოლოდ ე.წ. „მეინსტრიმს“ კითხულობს, მასში ტრიალებს და არაფერს ეძებს ახალს, ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ახალი ხედვების გაჩენას. სწორედ ამიტომ, შევეცადე თანამედროვე ქართულ მწერლობაში, თარგმანში და ლიტერატურის პოლიტიკის ასპარეზზე მიმდინარე ძალზე საინტერესო თუ სახიფათო მოვლენების რაც შეიძლება ფართო სურათი მეჩვენებინა. მალხაზ ხარბედია
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესავალი
  • კრიტიკა და ლიტერატურის პოლიტიკა
    • რომანი და განმეორებები
      • თანამედროვე ქართული პროზა სიმართლის ძიებაში
      • წარსულის გაცნობიერება - ნაირა გელაშვილის ცდა
      • ირაკლი სამსონაძის ორი რომანი
      • „გაცვლა“ და „გათვლა“
      • Obolé საქართველო
    • კრიტიკის დაბადება
    • სად გეჩქარება წლის საუკეთესო ქართულო რომანო?
    • აგრესიული ოცნება
    • წიგნების წარღვნა
    • „დააბრუნეთ ბუკინისტები“
    • მხატვრული ლიტერატურა სკოლაში
    • „საბავშვო ლიტერატურის“ საფრთხე?
    • ლიტერატურის მხარდაჭერა საქართველოში
    • წიგნი და გულშემატკივრობა
    • სახელდახელო წიგნები პრემიებისთვის
    • ფსევდო-გზაჯვარედინები და თანამედროვე ქართული ლიტერატურა
  • დაკვირვებები თანამედროვე ქართულ პროზაზე
    • ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“
    • ოთარ ჭილაძის „ჩანაწერები“
    • ბესიკ ხარანაულის ეთნოფილური რომანი
    • ზაზა თვარაძის უხილავი ბადე
    • ზაზა თვარაძის „სიტყვები“
    • ზაზა ბურჭულაძის ფრთები
    • თამაში - „გასაბერი ანგელოზი“
    • ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“
    • ზურაბ ლეჟავა - ალალი მწერალი
    • ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“
    • პირველი ქართული სამხედრო რომანი
    • ზურაბ ქარუმიძის „მელია-ტულეფია: Fox-Trot“
    • უცნობი წიგნები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის
    • ლაშა ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი“
    • ანა კორძაია-სამადაშვილის ორი რომანი
    • დავით ქართველიშვილის ორი წიგნი
    • დათო ტურაშვილი რომ ფეხბურთელი იყოს
    • გელა ჩქვანავას ორი კრებული
    • ცირა ყურაშვილის მოთხრობები
  • დაკვირვებები თანამედროვე ქართულ ლექსზე
    • დაკვირვებები შოთა ჩანტლაძის ლექსებზე
    • ოთარ ჭილაძის ლექსი
    • ესმა ონიანის ხილვები და გაელვებები
    • ბესიკ ხარანაულის „მთავარი გამთამაშებელი“
    • დაკვირვებები თამაზ ბაძაღუას პოეზიაზე
    • ანდრო ბუაჩიძის „ღამის ნათელი“
    • ზაზა თვარაძის „მხიარული ლანდები“
    • ფრენა და თვალთვალი - თემურ ჩხეტიანი და ნუგზარ ზაზანაშვილი
    • დაკვირვებები კარლო კაჭარავას ლექსებზე
    • შოთა იათაშვილის „შრამი“
    • ნატო ინგოროყვას „ნედლები და ხმელები“
    • ბელა ჩეკურიშვილის „შეკითხვად სიზიფეს“
    • პაატა შამუგიას „უპირატესობა“
    • სიფრთხილე და ავტორიტეტები
    • ლელა სამნიაშვილის „ფრაქტალები“
    • ნიკა ჯორჯანელის „სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის“
  • დაკვირვებები თანამედროვე ქართულ თარგმანზე
    • მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა - ბერძენი ტრაგიკოსები
    • კატულუსის სიმართლე
    • საადი შირაზელის „გოლესთანი“
    • წერედიანის „ფაუსტი“
    • ედგარ პოს „ყორანი“
    • ერთი ლექსი - ბევრი თარგმანი
    • რაბინდრანათ თაგორის „გიტანჯალი“
    • ვისლავა შიმბორსკას „ლოტის ცოლი“
    • ტომას ტრანსტრომერის „სანახევრო სამოთხე“
    • რობერტ მუზილის „უთვისებო კაცი“
    • გიუნტერ გრასის „დედალი ვირთაგვა“
    • ხორხე ლუის ბორხესის «მოთხრობები»
    • ხულიო კორტასარის „კლასობანა“
    • მარიო ვარგას ლიოსას „დეიდა ხულია“
    • ჯეინ ოსტინის «სიამაყე და მცდარი აზრი»
    • ჯეიმს ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“
    • უილიამ ფოლკნერის „დროშები მტვერში“
    • ჯერომ დ. სელინჯერის ახალი თარგმანები
    • ჯეკ კერუაკის „გზაზე“
    • ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“
    • რემონ კენოს „ლურჯი ყვავილები“
    • მიშელ უელბეკის „პლატფორმა“ ქართულად
    • მიშელ უელბეკის „ლანსაროტე“
    • როლან ბარტის „მითოლოგიები“
    • ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“
    • იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო „რა არის განმანათლებლობა?“
  • სქოლიო