კალათა

დეტალურად

საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე. საქართველოს ისტორიის სამეცნიერო-პოპულარული ოთხტომეულის პირველი ტომი მოიცავს ქართველი ხალხის უძველეს ისტორიას, უფრო სწორად – საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანის ისტორიას მისი აქ პირველად გამოჩენის დროიდან ქართული ეთნოსის წარმოქმნის ხანამდე და ამ პერიოდიდან ვიდრე პირველი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულების ჩამოყალიბებამდე; ამ უკანასკნელთა ისტორიას ვიდრე პირველი ერთიანი სახელმწიფოს წარმოქმნამდე ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და ქართველთა ისტორიას ქრისტიანობის მიღებამდე ანუ ახ.წ. IV საუკუნემდე.შინაარსი ამ ტომისა, რომელიც დაფუძნებულია სათანადო მეცნიერთა ფუნდამენტურ გამოკვლევებზე, არ არის გადატვირთული სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაზე მითითებებით, პოლემიკური წიაღსვლებით და გამოხატავს ავტორთა თვალსაზრისს ზემოხსენებულ პრობლემებზე. რედკოლეგია იმედოვნებს, რომ იგი გაამართლებს თავის დანიშნულებას და საინტერესო იქნება, როგორც მეცნიერთათვის, ისე მკითხველი საზოგადოების ფართო წრეებისათვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • რედკოლეგიისაგან
  • წინათქმა
  • თავი I. მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა
  • თავი II. ქვის ხანა
    • ძველი ქვის ხანა
    • ახალი ქვის ხანა
    • აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურა
  • თავი III. ადრეული ბრინჯაოს ხანა
    • აღმოსავლეთ საქართველო ადრებრინჯაოს ხანაში
    • დასავლეთ საქართველო ადრებრინჯაოს ხანაში
  • თავი IV. შუაბრინჯაოს ხანა
    • ადრეყორღანული კულტურა
    • თრიალეთის კულტურა
    • დასავლეთ საქართველო შუაბრინჯაოს ხანაში
  • თავი V. გვიანბრინჯაოს ხანა
    • აღმოსავლეთ საქართველო გვიანბინჯაოს ხანაში
    • დასავლეთ საქართველო გვიანბრინჯაოს ხანაში
  • თავი VI. ქართველთა წარმომავლობისათვის
  • თავი VII. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი პოლიტიკური გაერთიანებები. კიმერიელთა შემოსევები და მათი შედეგები. ურთიერთობა მიდიასთან და აქემენიანთა ირანთან
  • თავი VIII. კოლხეთი ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში. ბერძნული ახალშენები შავი ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე
  • თავი IX. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. ქართლი (იბერია) ელინისტურ ხანაში
  • თავი X. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ძვ.წ. II-I საუკუნეებში
  • თავი XI. რომაელთა ლაშქრობა იბერიასა და კოლხეთში. კოლხეთისა და იბერიის ურთიერთობა რომთან და მეზობელ ქვეყნებთან ძვ. წ. I ს-ის შუახანებსა და მეორე ნახევარში
  • თავი XII. ქართლის (იბერიის) სამეფოს გაძლიერება ახ.წ. I-II სს.
  • თავი XIII. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ახ.წ. პირველ საუკუნეებში. ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება
  • თავი XIV. ქართლის სამეფო ახ.წ. III საუკუნეში
  • თავი XV. ახ. წ. პირველ საუკუნეებში ქართლის (იბერიის) სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი წყობილება
  • თავი XVI. ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა
    • ქართული წარმართული პანთეონი
    • სამარხები და დაკრძალვის წესები
    • მშენებლობის ხელოვნება და ხუროთმოძღვრული ძეგლები
    • გზები, ქუჩები, ქვაფენილები, კლდეკარები, კარიბჭეები, ხიდები
    • ქანდაკებები
    • მეთუნეობა, ქვითხუროობა, ოქრომჭედლობა და მხატვრული ხელოსნობის სხვა დარგები
    • ქვითხუროობა
    • მხატვრული ხელოსნობა
    • ბეჭვა და ქსოვა
    • ძველი ქართული სასახიობო კულტურა
    • დამწერლობა
  • ილუსტრაციები 1.
    • უძველესი ადამიანი საქართველოში
    • ანტროპომორფული ქანდაკებები
    • უძველესი ნამოსახლარები საქართველოში
    • ბრინჯაოს ხანა
    • საირხის განძი
    • ვანის სამარხეული
  • ილუსტრაციები 2.
  • რუკები
  • სქოლიო