კალათა

დეტალურად

ცნობილი რომაელი ორატორი და საზოგადო მოღვაწე მარკუს ტულიუს ციცერონი ჭეშმარიტად შეიძლება ჩაითვალოს რომაული მწერლობის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად. ციცერონი სწორუპოვარი ხელოვანია მჭევრმეტყველებისა და აგრეთვე რიტორიკის უდიდესი წარმომადგენელი, იგი არანაკლებ ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი და როგორც სამართლის მცოდნე. და ბოლოს, ციცერონი შეუდარებელი სტილისტია, მის ხელში რომაულმა პროზამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. იგი ჭეშმარიტად ითვლება ლათინური ლიტერატურული ენის შემოქმედად.ციცერონის სახელს იხსენებენ დემოსთენის გვერდით, თუმცა ციცერონი იყო მიმდევარი საორატორო ხელოვნების იმ სკოლისა, რომელიც უფრო გვიან ჩამოყალიბდა. ნახევარ საუკუნესაც არ გაევლო ციცერონის გარდაცვალებიდან და იგი სასკოლო ავტორად გახდა ჯერ რომში და შემდეგ დროთა ვითარებაში მთელ განათლებულ მსოფლიოში. მას გატაცებით კითხულობდნენ ეკლესიის მამები, აღორძინების ხანაში იგი იყო ჰუმანისტების მასწავლებელი, მასზე სწავლობდნენ ყველა დროის ორატორები, საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწენი - მირაბო, რობესპიერი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მარკუს ტულიუს ციცერონი
  • სექსტუს როსციუს ამერიელის დაცვა
  • პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ
  • სქოლიო