კალათა

დეტალურად

ბრეტ ჰარტი (1836-1902) ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსია, რომელმაც თავისი მოთხრობებით გაითქვა სახელი. მათში ამერიკის დასავლეთის მცხოვრებლების ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ამბებია აღწერილი. პირველი მოთხრობები ფრენსის ბრეტ ჰარტმა 1856 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ „კალიფორნიაში“, რომლის რედაქტორიც თვითონვე იყო. შემდგომში თვითონვე გამოსცემდა ჟურნალს THE OVERLAND MOTHHY, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ჟურნალი იყო ამერიკის დასავლეთ შტატებში. 1870-იან წლებში უკვე ცნობილი მწერალი იყო, ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მერე კი - ნაწილობრივ მატერიალური თვალსაზრისით, ნაწილობრივ კი ამერიკულ საზოგადოებასთან გამძაფრებული კონფლიქტის გამო, რაც მწერლის შეურიგებელი სამოქალაქო პოზიციით იყო გამოწვეული - ევროპაში გაემგზავრა. მცირე ხანს ამერიკის კონსული იყო პრუსიის ქალაქ კრეფელდში, მერე - გლაზგოში. ცხოვრების დარჩენილი ნაწილი კი ინგლისში გაატარა. 1902 წლის 5 მაისს ინგლისშივე გარდაიცვალა, ქალაქ კემბერლიში. ბრეტ ჰარტს ეკუთვნის ცნობილი რომანი „გაბრიელ კონროი“, ასევე ბევრი მოთხრობა, რომლებმაც მას სახელი გაუთქვეს მსოფლიო მკითხველებში. წერდა ლექსებსაც და პიესებსაც კი, რომელთაგან ერთ-ერთი მარკ ტვენთან თანაავტორობით შექმნა. მისი მოთხრობების გმირები კი ძირითადად ველური დასავლეთის უბრალო ადამიანები არიან. ჰარტის პოპულარობა აშშ-ს მალე გასცდა და ევროპასაც მოედო. მისი პროზით აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩარლზ დიკენსი და ახალგაზრდა კიპლინგი. მისი მოთხრობები აქტიურად ითარგმნებოდა მრავალ ენაზე.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ზღვისპირელი
    • პირველი თავი
    • მეორე თავი
    • მესამე თავი
  • მშფოთვარე ბანაკის ბედნიერება
  • ახალი თანაშემწე
    • პირველი თავი
    • მეორე თავი
    • მესამე თავი
    • მეოთხე თავი
  • უძღები შვილი
  • სოლანოელი კაცი
  • ტენესის კომპანიონი
  • წითელი კანიონის იდილია
  • კალავერასელი ბრაუნი