კალათა

დეტალურად

უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში

მილორად პავიჩი

გამომცემლობა ინტელექტი

მთარგმნელი ელზა მეტრეველი გიორგი მეტრეველი

რომანი

„– თქვენ, ადამიანებს, არ გეხერხებათ საკუთარი დღეების გაზომვა. ზომავთ მხოლოდ მათ სიგრძეს და ამბობთ, რომ დღე 24 საათს გრძელდება. არადა, თქვენს დღეებს ზოგჯერ სიღრმეც აქვთ, თანაც უფრო დიდი, ვიდრე სიგრძე, და ამ სიღრმეს შეუძლია გაუტოლდეს დღის სიგრძის თვესა და წელსაც კი. ამის გამოა, რომ არ ძალგიძთ, თვალი გაადევნოთ საკუთარ სიცოცხლეს, სიკვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ...“ „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – ეს არის რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე, რომელთა სახეც „სუნთქავს – ის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დროს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მილორად პავიჩის წიგნი ტაროს კარტზე დაფუძნებული მკითხაობის სახელმძღვანელოა, მაგრამ როგორც პავიჩი ამბობს, რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას. სწორედ მკითხველს აქვს ის რამდენიმე გასაღები, რომლითაც რომანის გმირების ბედ-იღბალი იხსნება. პავიჩის გმირებს უყვართ, სძულთ, იბრძვიან, მარცხდებიან, იმარჯვებენ მანამ სანამ „ქვა გაილახება და ქარი წონაში მოიმატებს“. თხრობა და კარტების განლაგება თანმიმდევრულია, სწორედ ეს განსაზღვრავს რომანის ფორმის ორიგინალურობას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სახელმძღვანელო მკითხაობისთვის
  • დიდი საიდუმლოს გასაღებები, როგორც ერთი, ისე მეორე სქესის ქალებისთვის
    • განსაკუთრებული გასაღები. მასხარა
  • შვიდი პირველი გასაღები
    • პირველი გასაღები. მაგი
    • მეორე გასაღები. პაპესა
    • მესამე გასაღები. იმპერატრიცა
    • მეოთხე გასაღები. იმპერატორი
    • მეხუთე გასაღები. ქურუმი
    • მეექვსე გასაღები. შეყვარებულები
    • მეშვიდე გასაღები. ეტლი
  • შვიდი მეორე გასაღები
    • მერვე გასაღები. ძალა
    • მეცხრე გასაღები. განდეგილი
    • მეათე გასაღები. ბედის ბორბალი
    • მეთერთმეტე გასაღები. სამართლიანობა
    • მეთორმეტე გასაღები. ჩამოხრჩობილი
    • მეცამეტე გასაღები. სიკვდილი
    • მეთოთხმეტე გასაღები. ზომიერება
  • შვიდი მესამე გასაღები
    • მეთხუთმეტე გასაღები. ეშმაკი
    • მეთექვსმეტე გასაღები. კოშკი
    • მეჩვიდმეტე გასაღები. ვარსკვლავი
    • მეთვრამეტე გასაღები. მთვარე
    • მეცხრამეტე გასაღები. მზე
    • მეოცე გასაღები. სასამართლო
    • ოცდამეერთე გასაღები. სამყარო
  • როგორ წავიკითხოთ ტაროს კარტები
  • მნიშვნელობები