კალათა

დეტალურად

გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ირაკლი იმედაძე

გამომცემლობა კარპე დიემ

მეცნიერება

წინამდებარე წიგნი თეორიული გამოკვლევების კრებულია. მათი ნაწილი გამოქვეყნებული იყო სხვადასხვა წლებში, ხოლო ნაწილი დაიწერა სპეციალურად ამ კრებულისთვის. წიგნში განხილულია ფსიქოლოგიის ოთხ ძირეულ კატეგორიასთან – ცნობიერება, არაცნობიერი, ქცევა და პიროვნება – დაკავშირებული საკითხების ფართო წრე. ანალიზის თავისებურებას განაპირობებს ავტორის მეცნიერული ორიენტაცია – იგი შესრულებულია განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან. საბოლოო ჯამში, ნაშრომის დანიშნულებაა განავითაროს ეს თეორიული სისტემა – დააზუსტოს ცნებები, მოხსნას ზოგიერთი შინაგანი წინააღმდეგობა, სრულყოს კონცეფციის აღწერითი და ახსნითი ნაწილის კონსტრუქციები თანამედროვე ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინებით. წიგნს არ აკლია პოლემიკური მუხტი, იგი მიმართულია პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაზე და არა უთანხმოებათა და სირთულეთა ნეიტრალიზაციაზე. ნაშრომში თავმოყრილია ძირითადი იდეები, რომლებიც განწყობის თეორიულ ფსიქოლოგიაში ავტორის ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იქნა თანდათან გენერირებული. მოცემულმა წიგნმა ვერ მოიცვა გამოკვლევათა ციკლი ფსიქოლოგიის და სახელდობრ განწყობის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისა და ისტორიის მიმართულებით, რომელთაც სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნება. წიგნი განკუთვნილია იმათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიის თეორიის ფუნდამენტური პრობლემები საზოგადოდ და განწყობის ფსიქოლოგიისა – კერძოდ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია
    • ლიტერატურა
  • ქცევის პოლიმოტივაცია
    • ლიტერატურა
  • ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგია
    • ლიტერატურა
  • ნებელობის თავისუფლების საკითხი განწყობის ფსიქოლოგიაში
    • ლიტერატურა
  • ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ
    • ლიტერატურა
  • ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე
    • ლიტერატურა
  • ობიექტივაცია, განწყობა და ქცევა
    • ლიტერატურა
  • არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნება
    • ლიტერატურა
  • განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში
    • ლიტერატურა
  • ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი
    • ლიტერატურა
  • სქოლიო