კალათა

დეტალურად

ადამიანის ცხოვრების გზა

ბერნარდ ლივეხუდი

გამომცემლობა აწმყო

მეცნიერება

ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობა, მისთვის დამახასიათებელი ფაზები, კრიზისები, განვითარების შესაძლებლობები არის ის საკითხი, რომელიც აღელვებს თანამედროვე ადამიანს. ვინ ვარ მე? საით მივდივარ? მრავალი ადამიანი სვამს ამ კითხვებს ცხოვრების კრიტიკულ პერიოდებში. ავტორი პასუხობს მათ. იგი აღწერს ადამიანის ბიოგრაფიის ფაზებს, კრიზისულ პერიოდებსა და წინსვლის შანსებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იგი ცხოვრების მეორე ნახევარს და განიხილავს მას, როგორც სულიერი განვითარების დიდი შესაძლებლობის შემცველ პერიოდს. წინამდებარე ნაშრომმა შეიძლება დახმარება გაგვიწიოს, რათა ვიპოვოთ საკუთარი გზა, უკეთ გავუგოთ სხვებს, გადავლახოთ ბიოგრაფიული კრიზისები და ხელიდან არ გავუშვათ განვითარების შანსი, რომელიც ყოველი კრიზისის დროს არსებობს. პროფესორი ბერნარდ ლივეხუდი იყო ექიმი, ფსიქიატრი, პედაგოგი, მართვის ფსიქოლოგი და კონსულტანტი, სამკურნალო-პედაგოგიური სკოლის, ნიდერლანდების პედაგოგიური ინსტიტუტისა (NPI) და დრიბერგენის თავისუფალი უმაღლესი სკოლის დამაარსებელი. წლების მანძილზე იგი ხელმძღვანელობდა კათედრას როტერდამის უნივერსიტეტში. წიგნი „ადამიანის ცხოვრებს გზა“ დიდი ხნის განმავლობაში ბესტსელერს წარმოადგენდა ნიდერლანდებში. იგი ავტორის მდიდარი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების ნაყოფია.
  • წინასიტყვაობა
  • შესავალი
  • I. ზოგადი მიმოხილვა
    • 1. პრობლემის დასმა
    • 3. სულიერი ელემენტი ადამიანში
    • 4. ადამიანის ხატი
    • 5. ცხოვრების დაყოფა ფაზებად
  • II. ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობა
    • 1. ცხოვრების ფაზები
    • 2. სიყრმე
    • 3. ადრეული მოზრდილობა – ოციანი წლები
    • 4. ორგანიზატორული ფაზა
    • 5. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარი
    • 6. ცხოვრების მესამე ძირითადი ფაზა – ორმოციანი წლები.
    • 7. 50-იანი წლების დასაწყისი
    • 8. ორმოცდათექვსმეტი წლის შემდეგ
  • III. მამაკაცისა და ქალის განვითარება
  • IV. ძირითადი ორიენტაციები
  • V. სამსახურებრივი წინსვლა და საკადრო პოლიტიკა
  • VI. ადამიანის ხატი, ბიოგრაფია და ფსიქოთერაპია
    • 1. ადამიანის თანამედროვე ხატი
    • 2. ფსიქოთერაპია და ადამიანის ხატი
    • 3. ფსიქოთერაპიის სამი დონე
  • VII. პიროვნების განვითარება და ბიოგრაფია
  • ლიტერატურა