კალათა

დეტალურად

ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეოთხე)

კრებული

გამომცემლობა ემ-პი-ჯი

შემეცნება

სერია ჩვენი ღირსებანი

უნიკალური ბუნების პატრონები ვართ. ამ ციცქნა მიწაზე ზღვაც გვაქვს და უდაბნოც, მწველი მზეც და ფეხდაუდგმელი თოვლიც, იგავმიუწვდომელი სილამაზის მწვერვალები და ხასხასა ხოდაბუნები, ლაჟვარდოვანი ტბები და კამკამა მდინარეები, ევროპული ცივილიზაცია და შუასაუკუნეობრივი ადათები... ახლა მიწის ქვეშ რა ხდება ჩვენს ღვთივკურთხეულ მხარეში?! წარმოუდგენელი სილამაზის მღვიმეებში მიწისქვეშა მდინარეებზე ნავით სეირნობაა შესაძლებელი, ირგვლივ ათასწლეულობით ნაღვენთი წარმონაქმნები ენით უთქმელ ფერთა გამას და ფორმებს ქმნიან, მიწიდან მოჩუხჩუხე გოგირდოვანი და მინერალური წყლები სალბუნად ედებიან ათასგვარ სნეულებას. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი წინამდებარე გამოცემაში გადმოცემულია გამართული ლიტერატურული ენით; იგი დიდ დახმარებას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და, საერთოდ, ყველა დაინტერესებულ მკითხველს. წიგნის დიდი ღირსება ისიც არის, რომ მდიდარია ძვირფასი საილუსტრაციო მასალით, რაც გამოცემას დასრულებულ და შთამბეჭდავ იერს ანიჭებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი „ჩვენი ღირსებანი“, წიგნი მეოთხე, საზოგადოებაში უთუოდ გამოიწვევს ცხოველ ინტერესს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • საქართველოს მთა და ბარი - ერის საუნჯე
  • გეოგრაფიული კვლევის ისტორია
  • გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები
  • სახელმწიფო სტრუქტურა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
  • ქართული სიმბოლიკა
  • გეოლოგიურ წარსულში
  • რელიეფი
  • კლიმატი
  • შავი ზღვა
  • მდინარეები
  • წყალვარდნილები
  • ტბები და წყალსაცავები
  • ჭაობები
  • მყინვარები
  • მინერალური წყაროები
  • ნიადაგები
  • მწვანე სამოსი
  • დაცული ტერიტორიები
  • სახელმწიფო ნაკრძალები
  • ეროვნული პარკები
  • ბუნების ძეგლები
  • ბუნებრივი საყინულეები
  • გადაადგილებული და მოქანავე ლოდები
  • კლდის სვეტები და კოშკები
  • კანიონები და ხეობები
  • ვულკანური ფორმები
  • ტრავერტინები
  • დინოზავრის ნაკვალევი
  • ტბები
  • ჩანჩქერები
  • ვოკლუზები
  • ხალხური სამკურნალო საშუალებები ვახუშტის „საქართველოს გეოგრაფიაში“
  • ტურიზმი