კალათა

დეტალურად

ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელიც მისდევს, ან უბრალოდ, აფასებს ღვინის ქართულად დაყენების საქმეს. წიგნში შევეცდებით, ვუპასუხოთ ზოგიერთ იმ შეკითხვას, რომელიც ამ სფეროს ახლავს თან. რა თქმა უნდა, ამგვარი არა ერთი, არამედ მრავალი იქნება, რადგან ხსენებული საკითხი საკმაოდ ღრმა შინაარსისაა. ამიტომ, შესაძლოა, ზოგიერთი შეკითხვა უპასუხოდაც დარჩეს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ქართველ მკვლევართა შემდგომი შრომის შედეგად ახლო მომავალში დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ქართული ტრადიციული მეღვინეობის პრინციპების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შეკითხვას ყოველმა მემარნემ, მეღვინემ თუ უბრალოდ, საკითხით დაინტერესებულმა პირმა თავადვე უნდა მოუძებნოს პასუხი. ღვინის ქართულად დაყენების საქმეში, ინდუსტრიული მეღვინეობისაგან განსხვავებით, ყოველი ასპექტის ფორმულირება და წინასწარ განსაზღვრა არ შეიძლება, რადგან საუბარია ცოცხალ ორგანიზმზე, არსებაზე, ქართულად დაყენებულ ღვინოზე...
  • მეღვინეობა ოჯახურ პირობებში
    • ჰიგიენა
    • ყურძნის სიმწიფე და რთველი
    • ყურძნის გადამუშავება, გადასამუშავებელი დანადგარები და ინვენტარი
    • ალკოჰოლური დუღილი
    • მალოლაქტიკური დუღილი
    • საღვინე ჭურჭელი და მისი მოვლა
    • ღვინის გადაღება
    • ჭურჭლის შევსება
    • ღვინის შენახვისა და დაძველების საკითხისათვის
    • ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში
    • ღვინის ზოგიერთი დაავადება, ნაკლოვანება და მათი გამოსწორება
    • ჭანგი, ანუ დაძმარება
    • ბრკე
    • ღვინის მოლბობა, ანუ გალორწოება
    • გოგირდწყალბადი
  • მარანი
  • ქვევრი
    • ქვევრის ტიპები და მათი სახელები საქართველოში
    • მექვევრეობა საქართველოში
    • მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან
    • ქვევრი თუ კასრი?
    • ქვევრის დამუშავება ცვილით
    • ქვევრის სარეცხი ტრადიციული საშუალებები საქართველოში
    • ქვევრის რეცხვა
    • ქვევრის სარქველი
    • გაბზარული ქვევრის შეკეთება (გახიზვა)
    • ქვევრის სიკეთე
  • რაზე საუბრობენ ქვევრის დამღები?
    • დამღა – ხარისხის ნიშანი?
    • წერნაქი და ამონაკაწრი
    • ქვევრის დამღები დღეს
    • ქვევრის დამღების სახეები
    • დასკვნის სახით
  • ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების ერთი საკითხი
  • ზედაშის კულტურა და საბარძიმე ღვინო
  • ტრადიციული ქართული სამარნე იარაღები
  • სპილენძის სამარნე ჭურჭელი
  • თიხის სამარნე ჭურჭელი
  • საწნახელი
    • ხის საწნახელი
    • ქვითკირის საწნახელი
    • კლდეში ამოკვეთილი საწნახელი
    • ქვის ლოდისაგან დამზადებული საწნახელი
    • ჭაჭის წნეხი – წბერი
  • ქვევრში ტრადიციული კახური ქარვისფერი ღვინის დაყენება
    • ქვევრის მომზადება და ყურძნის დაწურვა
    • ალკოჰოლური დუღილი და ქვევრის დალუქვა
    • ღვინის მოხსნა ჭაჭიდან
    • ღვინის პირველი გადაღება
    • ღვინის მეორე და შემდეგი გადაღებები
    • ღვინის შენახვა ქვევრში
  • მარნის აშენება და მოწყობა
    • მექვევრე და ქვევრის შერჩევა
    • სამარნე ადგილის შერჩევა და მისი მნიშვნელობა
    • ქვევრის ტრანსპორტირება
    • საქვევრე ორმო და მარნის საძირკველი
    • ქვევრის დადუღაბება
    • ქვევრის ჩარგვა
    • ქვევრების გაჯირჯვება და არწყვა
    • მარნის იატაკის მოწყობა
    • მარნის დამხმარე სათავსოები და კომუნიკაციები
  • მარანში ტემპერატურის რეგულირების საკითხი
  • მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი
  • შემოკლებები
  • გამოყენებული ლიტერატურა