კალათა

დეტალურად

წინამდებარე შრომა, „საქართველოს სსრ მცენარეული საფარი“ მრავალი წლის პირადი დაკვირვებისა და იმ დიდძალი მასალის ერთგვარი შეჯამების ნაყოფია, რომელიც ჩვენში, უმთავრესად საქართველოსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ბოტანიკოსების მუშაობის შედეგად დაგროვდა. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ თითქმის 40 წლის მრავალნაირი მუშაობის შედეგით. ამ ნაშრომში გამოყენებულია ყველა ის მასალა, რაც საქართველოსა და კავკასიის მცენარეულ საფარს შეეხება და 1959 წლამდე გამოქვეყნდა. წიგნს თან ერთვის ახლად შედგენილი საქართველოს მცენარეულობის რუკა, რომელზეც აღნიშნულია როგორც მცენარეული ტიპების უმრავლესობის გავრცობა, ისე საქართველოს ფლორისათვის ტიპური, თავისებური და დამახასიათებელი 18-მდე მცენარე. - ნიკო კეცხოველი.
  • წინასიტყვაობა
  • I. შესავალი
    • 1. საქართველოს მცენარეული საფარის შესწავლის ისტორია
    • 2. საქართველოს ბუნებრივი პირობები და მცენარეულობა
    • 3. მცენარეულობის კლასიფიკაცია
  • II. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ტყეები
    • 1. მუხნარები და მუხნარ-თელნარები
    • 2. ნათელი ტყე
    • 3. ჭალის ტყე
  • III. რელიქტური ტყეები
    • 1. კახეთის ლეშამბიანი ტყე
    • 2. კოლხეთის რელიქტური ტყეები
  • IV. მთების შუა სარტყლის ტყეები
    • 1. ზოგადი ნაწილი
    • 2. წიწვიანი ტყეების ჯგუფი
    • 3. ნარევი ტყე
    • 4. მუხნარები და რცხილნარები
    • 5. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარები
  • V. მთამაღალის მცენარეულობა
    • 1. მთამაღალის ბუნებრივი პირობები
    • 2. სუბალპების ტყეები
    • 3. სუბალპების მაღალი ბალახეულობა
    • 4. სუბალპების მდელოები
    • 5. სუბნივალურ სარტყელში ნაშალთა და ღორღიანთა მცენარეულობა.
    • 6. თოვლის სარტყლის მცენარეულობა
  • VI. ქსეროფიტული ადგილსამყოფელის მცენარეულობა
    • 1. შესავალი
    • 2. ჯაგეკლიანი დაჯგუფებები
    • 3. ველები
    • 4. მაღალმთის ველები
    • 5. ნახევარუდაბნოები
    • 6. მთისა და კლდის ქსეროფიტები
  • VII. წყლისა და ჭაობის მცენარეულობა
    • 1. წყლის მცენარეულობა
    • 2. კოლხეთის ჭაობები
    • 3.მდელოები ნატყევარზე
    • 4. დასარევლიანებული მდელოები
  • VIII. საქართველოს მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი საწარმოო ძალა
  • ბოლოსიტყვაობა