კალათა

დეტალურად

უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. „ნიუ იორკ ტაიმსს“ თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა, ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა. ეს ჟურნალისტს საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ითარგმნა და გამოიცა უამრავ ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და შვედეთში. წიგნი რუსეთში არ გამოცემულა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ავტორის შენიშვნა
  • 1. ჩემი ქვეყნის ჯარი
    • პირველი ისტორია. №უ-729343: ბრძოლის ველზე დავიწყებული
    • მეორე ისტორია. 54 ჯარისკაცი ან გაქცევა სახლში
    • რამდენიმე მოკლე ისტორია
  • 2. ჩვენი ახალი შუა საუკუნეები, ან მთელი რუსეთის სამხედრო დამნაშავეები
    • სტალინი სამუდამოდ ჩვენ გვერდითაა
    • სასამართლოს პრეისტორია
    • სასამართლო
    • პოლკოვნიკ ბუდანოვის პრეცედენტი
    • ბრალდებული იური დმიტრიევიჩ ბუდანოვი
    • ბრალდებული ივან ივანოვიჩ ფედოროვი
    • სასამართლო
    • თამაში ფსიქიატრიული ექსპერტიზით
    • რუსეთის საზოგადოებრივი აზრი
    • სხვებს რა ბედი ეწიათ?
  • 3. ტანია, მიშა, ლენა, რინატი... სად არიან ახლა ისინი?
    • ტანია
    • მიშა და ლენა
    • რინატი
  • 4. როგორ მივითვისოთ ქონება ხელისუფლების ხელშეწყობით
    • ფედულევი
    • სპირტის ომები
    • ხელშეუხებლები
    • კაჩკანარი
    • ურალის სასამართლო – ყველაზე კორუმპირებული მთელ მსოფლიოში
  • 5. ისტორიები პროვინციებიდან
    • ირკუტსკელი მოხუცი
    • კამჩატკა: ბრძოლა გადარჩენისთვის
    • მოხუცებული ქალბატონები და «ახალი რუსები»
  • 6. «ნორდ-ოსტი». განადგურების უახლესი ამბავი
    • პირველი ისტორია. მეხუთე
    • მეორე ისტორია. №2551 – დაუდგენელი
    • მესამე ისტორია. სირაჯი, იახა და მათი მეგობრები
  • 7. აკაკი აკაკიევიჩ პუტინ II
    • პოსტსკრიპტუმი
    • ბესლანის შემდგომ