კალათა

დეტალურად

იული ცე გერმანიაში დღეს თანამედროვე მწერალთა შორის ყველაზე პოპულარულია, მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია, მათ შორის: ჰუმბოლდის, შლეგელის, კარლ ამერის სახელობისა. მისი რომანი „თამაში“ 2004 წელს დაიწერა და უკვე 16 ენაზე ითარგმნა. ამ ნაწარმოებმა გამოსვლისთანავე მკითხველთა და კრიტიკოსთა დიდი ინტერესი გამოიწვია. რომანის მთავარი პერსონაჟი 15 წლის გოგონა, ადა, და მისი მეგობრები არიან, რომლებიც ერნსტ-ბლოხის გიმნაზიაში სწავლობენ. ასე რომ, მკითხველის თვალწინ იხატება თანამედროვე აღზრდის სისტემაც და მისი ნაყოფიც - თაობა, რომელსაც, მიუხედავად წიგნიერებისა, არავითარი ღირებული ინტერესი არ გააჩნია. საკმაოდ სქელტანიანი რომანი ზედმიწევნით აღწერს თინეიჯერთა ყოფას, მშობლებისა და შვილების, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთობას. მწერალი საოცრად სიღრმისეულად წარმოაჩენს თანამედროვეობას, რომელიც ადამიანს წირავს გაუცხოებისა და მარტოსულობისთვის. მწერალი შესანიშნავად იცნობს მოზარდთა ფსიქოლოგიას, ამიტომაც დამაჯერებლად ხატავს მათი ფიქრის, განსჯისა და ქცევის მოტივაციებს. თანვე, არსობრივად ერკვევა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების გლობალურ პროცესებში. ეს მას საშუალებას აძლევს მასშტაბურად წარმოაჩინოს დღევანდელობის პრობლემები. რა მოხდება, თუ ადამიანები ზნეობას უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე მოისვრიან? რა მოხდება, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ? რა მოხდება, თუ ადამიანები ცხოვრებას გასართობად, თამაშად აქცევენ, ყოველივეს, ღირებულსა და ფასეულს აბუჩად აიგდებენ, დაამცირებენ, შეურაცხყოფენ? ამ კითხვებზე პასუხი დღეს ყველა გონიერს შეუძლია, მაგრამ მაინც არავის სურს დაიჯეროს კაცობრიობის იმგვარი მომავალი, როდესაც სიყვარულის უნარს დაკარგავს ადამიანი, ადამიანობის განმსაზღვრელ იდეალებს ფეხქვეშ გათელავს და დაივიწყებს. ნამდვილი მწერალი კი ყოველ დროში წინასწარმეტყველივით მოთქვამს და აფრთხილებს ადამიანებს გარდაუვალი კატასტროფის მოახლოებაზე. სწორედ ამგვარი ტკივილიანი კითხვებითაა სავსე თანამედროვე ახალგაზრდა გერმანელი მწერლის, იული ცეს რომანი „თამაში“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თუკი ამქვეყნად ყველაფერი მართლაც თამაშია, და ჩვენ დაკისრებულ როლებს ვასრულებთ, მაშ, სადაა გამოსავალი?!
  • პრინცესებისა და მარიონეტების შესახებ
  • ფიქრი ნიშნავს აზროვნებდე, ერნსტ-ბლოხი და იმედის პრინციპი
  • სმუტეკის რამდენიმე მოგონება
  • მოთხოვნილება წიგნებზე
  • წამობრძანდით, გეთაყვა, ჩემს კაბინეტში, ადას სძულს უგუნურება
  • აწმყო სხვა არაა რა, გარდა წარსულის მომავლისა.
  • სმუტეკის მზადება რაღაც ახლისთვის
  • პრინცესა წინააღმდეგობას უწევს
  • სცენაზე გამოჩნდა პრინცი
  • ორიოდე სიტყვა ოლაფზე
  • ადას მოგონებები მუსიკის მოსმენისას, მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მისი ერნსტ-ბლოხის გიმნაზიაში გადასვლა
  • სმუტეკი ხედავს ერთ მორბენალ მოსწავლეს
  • ყოველდღიურობა სმუტეკთან
  • ადას ცხოვრებაშიც შეიჭრა ყოველღიურობა
  • პირველი შობა
  • იდეები და მზადება, თუ როგორ დაეკარგვინებინათ ოლაფისთვის ყმაწვილკაცობა
  • ოლაფმა ქალწულობა დაკარგა
  • ალეფი
  • რაღაც ამოვარდა კალაპოტიდან, ისე, რომ ახსნაც შეუძლებელი იყო; მიყუჩებული კვირები იყო მოსალოდნელი
  • ადას სურდა ოლაფთან ურთიერთობის გარკვევა, ნაცვლად ამისა, ადამიანურ შეგნებაზე, ცნობიერებაზე დაუწყო ლაპარაკი
  • გამოყრუებული კვირები ისევ გრძელდებოდა, ადას პრობლემა ჰქონდა დიდი სიყვარულისა;
  • ადა თანდათან უახლოვდება ალეფს
  • ერნსტ-ბლოხის გიმნაზიის ზედა სართულზე სულ სხვა სამყარო იყო
  • ამერიკული დებატები
  • ალეფი იმპოტენტია და ამაყობს ამით
  • სმუტეკმა დაასრულა გაყუჩებული კვირები, და, სულ მცირე, სეისმოლოგიური გაცნობიერების დრო დადგა.
  • ადა მართლა სწრაფია
  • ალეფის პირადი ცხოვრება, პირველი შეხება და საუბარი
  • ალეფი ადას თავისი ბავშვობოდან ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს უყვება
  • ადა დედას დაელაპარაკა და წარბები პინცეტით გაილამაზა
  • ერთი, ორი, სამი და ზურმუხტისნაირი ცისფერი საფირონისნაირად იქცა
  • თამაშის წესებისთვის პირველი მზერის შევლება
  • ადა მაჩეტეს იქნევდა.
  • მიაღწიეს ჩრდილო რაინ-ვერტფალისს, ვენას, გასეირნება
  • ვიწრო თხემი
  • როცა კაცი ღმერთსა და ეშმაკს უხმობს, არავინ პასუხობს
  • ყინულის ფერია, ღამით ბანაობისას
  • შეთანხმება ერთი დღის შემდეგ, არაფერი და რაღაც
  • ქიმიის ლაბორატორია
  • შობა მეორე
  • წინასწარმეტყველების მეორე ნაწილი
  • ვილა კანის სასახლე. თამაში.
  • ახალი წელი ჯერ შემოსული ძლივს იყო, რომ გამაოგნებელმა სიმბოლოებმა იჩინა თავი
  • კონფერენცია ჩაიშალა
  • ღამის პირველი სატელეფონო ლაპარაკი
  • მეორე სატელეფონო ზარი ღამით
  • ადამ დაკარგა ქალიშვილობა
  • სამყარო ლაზანიას ჰგავს
  • ჩვენ ნიჰილიზმის შვილთაშვილები ვართ.
  • ადამიანთა გაუცხოება ყოვლის მომცველია, მომხდარს ვერ დაივიწყებ
  • ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სმუტეკი ეძებს გამოსავალს, რომ ისევ უწინდელი ცხოვრება განაგრძოს
  • ძილისმორევა სუნივითაა
  • მას შემდეგ, რაც ინტერნეტი არსებობს, ბოროტება უფრო მძვინვარებს
  • მაგრამ მათ ის თავად სურდათ
  • სმუტეკი დამორჩილდა
  • წელიწადის ყველაზე ლამაზი დღე
  • სასამართლო პროცესზე, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება
  • მე რომ მწერლობა მინდოდეს
  • სმუტეკი საღ აზრს ინარჩუნებს.
  • მშვენიერი საღამო
  • ადა ყვება რაღაცას, რადგან მან იცის ამის შესახებ.
  • ადა შეხვდა მამინაცვალს, უფსკრულის პირა პატარა კედელი
  • სმუტეკი კლავს ბუზს, სმუტეკი გაიღებს სიამოვნებით
  • მფრინავი მასალა, სმუტეკი თანამედროვეობას ვერ უგებს, ადას რაღაც ახსენდება
  • ქალბატონი სმუტეკი, ბარგის ამოლაგება
  • უცნაური ხუთშაბათი, დაძაბულობა გამძაფრდა, ბევრი აღარაფერი ხდებოდა, ფულის კურიერი მიზანს აღწევს
  • ვიდრე დაგეგმილი პარასკევის ჩაშლაზე მოვყვებით, ჯერ ორ პიროვნებას უნდა შევეხოთ
  • ჩაშლილი პარასკევი
  • შესანიშნავი განმარტოება
  • პანკრეატუსი, ნაშუადღევი
  • პანკრიატუსი, ადრიანი საღამო
  • პანკრიატუსი ღამით
  • სერვატიუსი, დილა
  • სერვატიუსი, დღის მეორე ნახევარი
  • კეთილშობილი ბონიფაციუსი
  • ცივი სოფია
  • სასამართლოს წინაშე და გაშლილ ზღვაში მხოლოდ ღვთის ხელთ ვართ
  • მოწმე ქალი სასამართლოში
  • კიდევ რისი თქმა შეუძლია ადას
  • გამარჯვება და მშვიდობა
  • დასასრული, ეპილოგი, ინსტანციებს შორის