კალათა

დეტალურად

საქართველოს იმედი (XXXI). კრწანისის ყაყაჩოები

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

ფილოსოფია, რელიგია

სერია საქართველოს იმედი

როცა ჩვენი პროექტის მორიგ წიგნს ვამზადებდით და წმინდა მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელზე საუბარი დავაპირეთ, მივხვდით, რომ მასთან ერთად უთუოდ უნდა გვესაუბრა კრწანისის ომსა და მეფე ერეკლე მეორეზე, კრწანისის ომის გმირებზე, წმინდა სამას არაგველზე. ახსენებ მეფე ერეკლეს და შეუძლებელია, არ გაიხსენო მისი მამა, ნეტარხსენებული მეფე თეიმურაზი, რომლის უხრწნელ სხეულსაც მალე გულში ჩაიკრავს ქართული მიწა. წიგნში გავიხსენებთ მეფე გიორგი XII-ს, სამშობლოსთვის თავგადადებულ მოღვაწეებს - შანშე ერისთავსა და გივი ამილახვარს, სოლომონ ლიონიძეს. ცალკე თავი მიეძღვნება მეფე ერეკლეს დროს ქართლსა და კახეთში მცხოვრებ თავდადებულ ქართველებს, რომელთა შესახებ ნაკლებად იცის საზოგადოებამ. და რა მოუხდებოდა სათაურად ამ წიგნს ყველაზე მეტად, თუ არა „კრწანისის ყაყაჩოები“. შეეწიოს მათი წმინდა ლოცვა ჩვენს საქართველოს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესავალი
  • მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი
  • ვახტანგ VI
  • მეფე თეიმურაზ მეორე
  • ერეკლე II
    • ზვიად სეხნიაშვილი - ასპინძის ომი
    • ანა კალანდაძე - ასპინძას მიდის მეფე ერეკლე
    • კრწანისის ბრძოლა
    • გოდერძი ჩოხელი - კრწანისი
    • იაკობ გოგებაშვილი - სამასი თავდადებული გლეხი
    • ლადო ასათიანი - კრწანისის ყაყაჩოები
    • ესპისკოპოს ამბროსის ქადაგება
    • იოანე ქართველიშვილი - ორიოდ სიტყვით კრწანისის ომის თანამედროვის ნაამბობი
  • მეფე გიორგი XII
  • შანშე ერისთავი
  • გივი ამილახვარი
  • სოლომონ ლიონიძე
  • „მეფე ერეკლეს დროშია“
    • მაია წყნეთელი
    • თამრო ვაშლოვნელი
    • თინა წავკისელი
    • იაკობ გოგებაშვილი - ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
    • რევაზ ინანიშვილი - ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები
  • დასასრული