კალათა

დეტალურად

ეს ტექსტი დღეს უკვე ეგრეთწოდებულ კლასიკურ ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ახალგაზრდა მედიუმს ეხება, თუკი ტექნიკური რეპროდუცირებადობის მსოფლიო ისტორიას გადავავლებთ თვალს: ტელევიზიას. მიუხედავად მისი, ერთი შეხედვით, ასეთი მოძველებულობისა, ტექსტის მთავარი საგანი, სავარაუდოდ, მით უფრო აქტუალური გახდა გასულ წლებში და ასეთად რჩება დღესაც. „გლობალური“ მედიის მოვლენებიდან დაწყებული და ინტერნეტის სოციალური ქსელების ციფრული ვიდეოპროდუქციის მაღალი ინტერაქტიულობით გამორჩეული „პოლიტიკური მედიის მოვლენების“ ჩათვლით. დაიანის და კატცისთვის ის საკითხი იყო მთავარი, თუ როგორ და რატომ ხდება, რომ ტელევიზიები – პირველ ყოვლისა, ნაციონალურები – ესოდენ ცენტრალური როლის თამაშს იწყებენ კონკრეტული საზოგადოებისათვის – და ეს კი ნიშნავს: ეროვნული სახელმწიფოსთვის – იდეოლოგიურად განმსაზღვრელი ტრადიციული, ან ახლის მომასწავებელი ცერემონიული რიტუალების ინსცენირება-გათამაშებაში. ისტორიული მეცნიერების კუთხით, დაიანი და კატცი ვარაუდობენ, რომ ტელევიზია საჯარო მოვლენებს უბრალოდ კი არ აღწერს ან თუნდაც დგამს, არამედ „აწარმოებს“, სწორედ რის გამოც ისინი „მედიის“ მოვლენებად იქცევა. ეს კონსტრუქტივისტული თეორიის წარმოდგენაა, რომელიც ადვილად ივიწყებს განსხვავებას რეპრეზენტაციასა და ობიექტს შორის.
  • მთარგმნელის წინასიტყვაობა
  • მედიის მოვლენების შესრულება
  • მოვლენის ერთგულება: ტელევიზია, საქორწინო ფოტოგრაფი
  • დეფინიციის შენარჩუნება
  • ინტერპრეტაციით უზრუნველყოფა
  • ტონისა და პრეროგატივის დაცვა
  • ცერემონიული აურისადმი ლტოლვა: კომპენსაციის ესთეტიკა
  • თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
  • არათანაბარი წვდომის აღდგენა
  • გადამდები დაავადების მოდელი
  • მოვლენის ხელახალი ტექსტუალიზება: იქ არყოფნის გამოცდილება
  • მოვლენის საზღვრების დადგენა: კრებითი მონტაჟი და ტექსტუალური შეფუთვა
  • მოვლენის ლიტურგიული კონტექსტის შექმნა
  • დიასპორული ცერემონიები
  • სქოლიო