კალათა

დეტალურად

ჯალალ ედ-დინ რუმი (1207–1273) კაცობრიობის ისტორიის ერთი ისეთი გამოჩენილი ადამიანია, რომელიც თავის მსგავსებთან ერთად საკუთარი ნააზრევით სულიერად თუ მატერიალურად ასაზრდოებენ მომდევნო თაობებს... თუმცა ყველა თაობა ცდილობს თავის იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოაქციოს მავანი გენიოსის სულისკვეთება და ამა თუ იმ ეპოქის მოძღვრებათა სამსახურშიც კი ჩააყენოს... გენიალური პოეტის ცხოვრების და ფილოსოფიური ნააზრევის შესახებ მრავალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური პოლიგრაფიულ-ელექტრონული გამოცემა არსებობს, მისი პოეზია ძალიან პოპულარულია ინგლისურენოვან სამყაროში და განსაკუთრებით აშშ-ში, ასევე ევროპაშიც და რუსეთშიც. ქართველებმა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გაიცნეს მის შემოქმედება (იგულისხმება ქართული თარგმანები), თუმცა ის, რაც თარგმნილი და გამოცემულია, ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც ორიგინალის ენაზე არსებობს. ჩვენც შევეცადეთ მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა, ასე ვთქვათ, „ქართულ რუმოლოგიაში (ან ჯალალოლოგიაში)“ და ამ მიზნით ვთარგმნეთ ყაზალები, რობაიები, იგავები და აფორიზმები.
  • მთარგმნელის წინასიტყვაობა
    • სახელი
    • დაბადების ადგილი მშობლები, მშობლიური ენა ცხოვრების ადრეული წლები
    • ქალაქი კონია რუმის სასულთნო
    • 1240-44 წლები
    • შამს-ე თაბრიზი ანუ „თავრიზის მზე“
    • სუფიზმი
    • ჯალალ ედ-დინ რუმი სხვადასხვა ეპოქის იდეოლოგიურ ჩარჩოებში
    • ჯალალ ედ-დინ რუმი და საქართველო
    • წინასიტყვაობის ფინალი
  • ყაზალები
    • * * * (ჰოი, აღმდგარო მკვდრეთით წამიერ...)
    • * * * (აბა, მე სად და გონება სად და...)
    • * * * (მეგობარო ჩემო, ძმავ და...)
    • * * * (ჩვენს ჩანგს სიმები რომ დასწყვიტე, დიდო ბატონო...)
    • * * * (შენ მოგძახი - დამიბრუნდი! - შორით გიმზერ ოდეს მე...)
    • * * * (გზა რომ სავალად გავიმზადეთ ჩვენ უჩვენობით...)
    • * * * (ათასფერად მოხატულს რომ გამოაჩენ ღაწვს და ლოყას...)
    • * * * (ზღვარი არა აქვს ჩვენს უდაბნოს... არ არის ზღვარი...)
    • * * * (შენზე ფიქრებმა გამაწამეს მე დღე და ღამე...)
    • * * * (ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?!...)
    • * * * (დღეს მე სატრფო გვერდით მყავს და...)
    • * * * (უფლის მოყვარულს ნუ სთხოვთ ძიებას...)
    • * * * (სულს ნამდვილი სიყვარულის არსობა თუ არსად არ აქვს...)
    • * * * (შენ რომ არა ხარ, ლხინშიაც კი ლხენა არ არის...)
    • * * * (წადი და უთხარ რუბაბის დამკვრელს...)
    • * * * (თვალი სადმე თუ გაგიწევს...)
    • * * * (სიყვარულისკენ ისწრაფვი, გულო...)
    • * * * (ჩემს საფლავზე ხორბალიც რომ ერთხელ ამოვაო და...)
    • * * * (ჩვენ წავედით და დარჩენილნი დარჩნენ მარადის?!...)
    • * * * (ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები ან დღით ან ღამით...)
    • * * * (მისრეთის პურს ჰგავს ჩემი ლექსი, თითქოს იმ ფქვილით...)
    • * * * (ჩემ წინ რომ შუქი აბრიალდა უცხო სანთელის...)
    • * * * (ნეტავი ღმერთმა რომ გაგვაჩინა...)
    • * * * (მომაწოდე, მერიქიფევ, ღვინო ჯამით მე კიდევ...)
    • * * * (დაღამდა... სხვებმა მხოლოდ ღამის წყვდიადი ნახეს...)
    • * * * (მგზავრსა და მიჯნურს ჭკუა-გონება...)
    • * * * (ეჰა, შენ სულო, სრულთაგან სრულო...)
    • * * * (შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი...)
    • * * * (შენ, ჩემთან მყოფს და გულივით ფარულს...)
    • * * * (მე ისევ მოველ, მე ისევ მოველ...)
    • * * * (მზე ხარ, მთვარე ხარ თუ ასპიროზი?...)
    • * * * (ხან საქმით მაქცევს, ხან უსაქმოდ ტრფობის ცარგვალი...)
    • * * * (ჩვენ, ჰაქიმები მობაღდადენი...)
    • * * * (მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი...)
    • * * * (მე მუდამ შმაგი მიჯნური და ხელი არ ვიყავ...)
    • * * * (მოდი, დღეს გავცდი წუთისოფლის ხაფანგს და მახეს...)
    • * * * (შენს მიჯნურებთან მოდი!... იგრძენ სიამე დარის...)
    • * * * (ჩემი ამბავი, მსურს, უსიტყვო ენით გიამბო...)
    • * * * (დღეს რა მომდის?! - ვერ გავიგე, რა ხდება...)
    • * * * (სატრფოო ჩემო, სატრფოო ჩემო...)
    • * * * (სიყვარული არის ფრენა, ცის ბინადრად გადაქცევა...)
    • * * * (ჩვენთან რად ფხიზლობ?! დადე სადმე ბალიშზე თავი...)
    • * * * (ჩვენი გულის შუქს და ნათელს შენთა თვალთა ვნება ახლავს...)
    • * * * (გული ჩემი, გული ჩემი, გული ჩემი შენია...)
    • * * * (შენ, გულო, ცეცხლის თაყვანის მცემო...)
    • * * * (ო, სატრფოვ, მოდი, მო, მორჭმული ერთი საათით...)
    • * * * (შენ სულთანო, შენ სულთანო ჩემო და...)
  • რობაიები
  • ნაჲ-ნამე (სალამურის წიგნი)
  • იგავები
    • ამბავი ბარალისა და თუთიყუშისა და დუქანში დაღვრილი ვარდის ზეთისა
    • ამბავი გრამატიკოსისა და მენავისა
    • დავა ოთხი ადამიანისა ყურძნის გამო, როდესაც ყოველი მათგანი სხვა სახელით მოიხსენიებდა მას
    • ამბავი მქადაგებლისა, რომელიც ყოველი ქადაგების წინ ლოცულობდა მოძალადეების, გულქვების და რელიგიურ რწმენათა მოკლებული ადამიანთა შესახებ
    • განსჯა იმის შესახებ, რომ პასუხზე უარის თქმა თავად პასუხია აიხსნება იმითაც, რომ ბრიყვისადმი გასაცემი პასუხი დუმილია, ამ ორივეს განმარტება კი ამ არაკშია, რომელსაც ახლა მოგახსენებთ
    • ამბავი მახეში გაბმული ჩიტისა, რომელიც რჩევას აძლევდა კაცს იმის შესახებ, რომ არ უნდა ინაღვლოს წარსულზე, უნდა იფიქროს იმაზე, რაც დღეს სჭირდება და დრო სინანულში არ გაფლანგოს
    • ამბავი არაბისა, რომელსაც ძაღლი შიმშილით უკვდებოდა, თავად ჩანთა საკვებით ჰქონდა სავსე და კვნესოდა და ლექსად მოთქვამდა და ტიროდა და ხელებს თავში იშენდა, მომაკვდავი ძაღლისთვის კი ერთი ლუკმის მიცემა კი ენანებოდა.
    • ამბავი იმ მუტრიბისა, რომელმაც თურქი ემირის ლხინში ეს ყაზალი წამოიწყო - „ვარდი ხარ თუ სოსანი თუ სარო თუ მთვარე, არ ვიცი, ამ უგულო აფორიაქებულისგან რა გინდა, არ ვიცი“ - და ამოძახილი თურქის - „ის თქვი, რაც იცი...“ - და მუტრიბის პასუხი ემირისადმი
  • აფორიზმები