კალათა

დეტალურად

„ომს არ აქვს ქალი სახე“ სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა. ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერატურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
  • ადამიანი ომზე მეტია
    • 1978-1985 წლები
    • ჩვიდმეტი წლის შემდეგ. 2002-2004 წლები
  • „გახსენებაც არ მინდა...“
  • „წამოიზარდეთ, გოგონებო... ჯერ მწვანეები ხართ...“
    • ფიცისა და ლოცვის შესახებ
    • შიშის სუნისა და კანფეტით სავსე ჩემოდნის შესახებ
    • ყოფისა და ყოფიერების შესახებ
  • „მხოლოდ მე დავბრუნდი დედასთან...“
  • „ჩვენს სახლში ორი ომი ცხოვრობს...“
  • „ტელეფონის ყურმილი არ ისვრის...“
  • „პატარ-პატარა მედლებით გვაჯილდოვებდნენ...“
    • თოჯინებისა და შაშხანების შესახებ
    • სიკვდილისა და მომაკვდავის გაოცების შესახებ
    • ცხენებისა და ფრინველების შესახებ
  • „ეს მე არ ვყოფილვარ...“
  • „დღესაც მახსოვს ის თვალები...“
  • „ჩვენ არ ვისროდით...“
    • კოხტა ფეხსაცმლისა და წყეული ომბოხის შესახებ
    • სპეციალური საპონი „K“ და ჰაუპტვახტი
    • გამდნარი საკისრებისა და რუსული გინების შესახებ
  • „ჯარისკაცი სჭირდებოდათ... მე კი ჯერ კიდევ სილამაზეს ვნატრობდი...“
    • მამაკაცის ჩექმებისა და ქალის ფარფლიანი ქუდების შესახებ
    • ქალიშვილური დისკანტისა და მეზღვაურთა ცრუმორწმუნეობის შესახებ
    • უტყვი ძრწოლისა და ლამაზი გამონაგონის შესახებ
  • „ქალბატონებო! იცით თუ არა, რომ მესანგრეთა ოცმეთაური ორ თვეზე მეტს ვერ ცოცხლობს...“
  • „ერთხელ მაინც შემახედა...“
    • წყეული დედაკაცისა და მაისის ვარდების შესახებ
    • დაკარგული ბეჭდისა და ზეცის წინაშე უცნაური დუმილის შესახებ
    • ადამიანისა და ტყვიის სიმარტოვის შესახებ
  • „წვრილ-წვრილი კარტოფილის შესახებ...“
    • კალათში ჩადებული ნაღმისა და პლუშის სათამაშოს შესახებ
    • დედილოებისა და მამილოების შესახებ
    • პატარა ცხოვრებისა და დიდი იდეის შესახებ
  • „დედა, მამა რა არის?“
    • ბავშვის ბანაობასა და დედაზე, რომელიც მამას ჰგავდა
    • წითელქუდასა და ომში კატასთან შეხვედრით მინიჭებული სიხარულის შესახებ
    • მათი დუმილის შესახებ, ვისაც დღეს უკვე ხმის ამოღება შეუძლია
  • „და გულის ადგილას იდებს ხელს...“
    • ომის უკანასკნელი დღეების შესახებ, როდესაც ამაზრზენი ხდება ადამიანის მოკვლა
    • ბავშვური შეცდომებით დაწერილი თხზულებისა და კინოკომედიების შესახებ
    • სამშობლოს, სტალინისა და წითელი ჩითის შესახებ
  • „უცბად საშინლად მომწყურდა სიცოცხლე...“