კალათა

დეტალურად

რომენ გარი (1914-1980) ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია. ასევე იყო რეჟისორი, დიპლომატი და სამხედრო მფრინავი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია რომენ კაცევი. წიგნში შესულია რომენ გარის თექვსმეტი მოთხრობა. ერთი მხრივ, ამ მოთხრობებს არაფერი აერთიანებს, დამოუკიდებელი ამბებია – ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერდა იმიტომ, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. თუმცა, მოგვიანებით, როცა კრებული გადაიკითხა, შეამჩნია, რომ ყველა მოთხრობაში ძირითადად ერთი საერთო პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხითა და ამბით. ეს პრობლემა კი არის... ადამიანი. „მეეჭვება, რომ ირონიული ან ხალისიანი მონათხრობი ვინმეს შეცდომაში შეიყვანს. ჯერ ისევ მაბნევს და მაშინებს ის ფენომენი, რომელსაც ადამიანი ეწოდება. ისევ ვყოყმანობ, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის ბიოლოგიური რევოლუცია ან, საერთოდ, რევოლუცია“, – ამბობს ავტორი.
  • რომენ გარი (1914-1980)
  • ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
  • ბარბითი
  • კაცთმოყვარე
  • დეკადანსი
  • ნაყალბევი
  • ბუნების მხიარულება
  • კეთილშობილება და სიდიადე
  • მოქალაქე მტრედი
  • ისტორიის ფურცელი
  • კედელი − უბრალო საშობაო ზღაპარი
  • კილიმანჯაროზე ყველაფერი რიგზეა
  • გმირობაზე გესაუბრებით
  • დედამიწის ბინადრები
  • უმანკოება მწყურია
  • სამყაროს ყველაზე ძველი ამბავი
  • დიდება ჩვენს გამოჩენილ პიონერებს
  • სქოლიო