კალათა

დეტალურად

თანამედროვე არაბული პროზის დიდოსტატი ბაჰა ტაჰირი ათეულობით რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მწერალს კარგად იცნობენ არამხოლოდ აღმოსავლურ სამყაროში, არამედ დასავლეთშიც, სადაც მისი თითქმის ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ითარგმნება. ამ წიგნებს შორის მის რომანს „დეიდა საფია და მონასტერი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. წარმოშობით ზემო ეგვიპტელი მწერალი ამ წიგნში ძალზე მიმზიდველად აცოცხლებს მშობლიური სოფლის ყოფას და ტრადიციებს, საინტერესოდ გვიხატავს ადგილობრივთა კოლორიტულ ხასიათებს და ამ ხასიათებიდან გამომდინარე, წიგნის გმირების შინაგან თუ სოციალურ კონფლიქტებს.
  • და დაველოდები! (ავტორისაგან)
  • ნაწილი პირველი − მიკადდისი ბიშაი
  • ნაწილი მეორე − დეიდაჩემი საფია
  • ნაწილი მესამე − ყაჩაღები
  • ნაწილი მეოთხე − მარცხი
  • დასასრული
  • ბაჰა ტაჰირი და მისი რომანი „დეიდა საფია და მონასტერი“ (მთარგმნელისაგან)
  • სქოლიო