კალათა

დეტალურად

კრებული წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქარჩხაძის გამომცემლობის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია ქართულ სააზროვნო სივრცეში, პირველ რიგში – მწერლობაში დასმული და გააზრებული ისეთი ფუნდამენტური საკითხების კვლევა და გადააზრება, როგორებიცაა თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, რელიგიურობა, ადამიანის ბუნება, კულტურულ სამყაროსთან მისი მიმართება და სხვ. ამასთან განსაზღვრულია: როგორც ეს, ისე შემდგომი სხვა კრებულები, მიძღვნილ იქნეს ზემოთ ჩამოთვლილი ცალკეული თემებისა და სხვადასხვა ქართველი ავტორებისადმი. ამ შემთხვევაში, ეს კრებული ეძღვნება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად მოაზროვნე მწერალს, ჯემალ ქარჩხაძეს. კრებულში წარმოდგენილი სტატიები წაკითხულ იქნა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქარჩხაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე და შეეხება აზროვნების სხვადასხვა ასპექტს – ფილოსოფიურს, ლიტერატურულს, სოციალ-თეორიულს, გარკვეულწილად, პოლიტიკურს, კულტურ-მეცნიერულს და ა.შ. ნაშრომებში განხილულია ადამიანის სამყაროსთან მიმართების, სამყაროში მარტოდ დარჩენის, მისი სამყაროში ჩავარდნილობის, ზნეობრივი პრინციპების, პოლიტიკური შეხედულებების საკითხები და, იმავდროულად, წარმოდგენილია მწერლის ლიტერატურული ნაღვაწის სხვადასხვა ჟანრები და ასპექტები, როგორიცაა, მაგალითად, ქარჩხაძის დამოკიდებულება ზღაპართან, ისტორიულობასთან და ა.შ.
  • წინათქმა
  • კახა ჯამბურია
    • ჯემალ ქარჩხაძე კონფორმიზმის წინააღმდეგ
  • მამუკა ბერიაშვილი
    • ზნეობრივისა და პოლიტიკურის გაგება ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკის მიხედვით
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი
    • ჯემალ ქარჩხაძე როგორც პუბლიცისტი
  • ზეინაბ კიკვიძე
    • ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ჰერმენევტიკული მოდელი
  • ნინო გალდავაძე
    • ინდივიდის პიროვნული განვითარების ძირითადი საფეხურები და თავისუფლების მიღწევის გზა, როგორც ამ პროცესის საბოლოო შედეგი (ჯემალ ქარჩხაძის „იგი“-ს მიხედვით)
  • მარიამ ხაზარაძე
    • პიროვნების პრობლემა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებაში
  • ბელა დურგლიშვილი
    • იგავური ენა და ჯემალ ქარჩხაძის „მდგმური“
  • ლევან ბრეგაძე
    • „განზომილების“ პარადოქსები
  • ლევან შატბერაშვილი
    • გაორებული რეალობა ჯემალ ქარჩხაძის რომანში „მდგმური“
  • ნესტან კუტივაძე
    • ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრის პოეტიკა
  • ქეთევან რჩეულიშვილი
  • რელიგიური და მისტიკური მოტივები ჯემალ ქარჩხაძის დაუსრულებელ რომანში „განზომილება“
  • ნატალია გულუა
    • ჯემალ ქარჩხაძის მწერლური ექსპერიმენტები რომანის „ქარავანი“ მიხედვით
  • „ქარავანი“ – ტექსტის ისტორია
  • ჯემალ ქარჩხაძე
    • აბელი (თავი პირველი)
    • თარგმანის შესახებ (მწერლის უბის წიგნაკიდან)
  • სქოლიო