კალათა

დეტალურად

ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია. 1991 წელს რომანი გამომცემლობა Vintage -მ გამოსცა, 2000 წელს კი, მერი ჰარონის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ, „ამერიკელი ფსიქოპათი“ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად 1980-იანი წლების ამერიკაში ხდება, მთავარი თემა კი მომხმარებლური კულტურა და გართობის ინდუსტრიაა, როგორც ამ პერიოდის აშშ-ის მთავარი სიმბოლო. სწორედ აღნიშნულ დროით და სივრცით გარემოში ვითარდება „ამერიკელი ფსიქოპათის“ სიუჟეტიც. რომანმა, რომლის მთავარი გმირი – პატრიკ ბეიტმენი – დღისით მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ღამით სასტიკ მკვლელად გარდაიქმნება, გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველთა და კრიტიკოსთა ყურადღება. „პატრიკ ბეიტმენის ქმედებები და, მით უმეტეს, მისი რეაქციები იმის სიმბოლოს წარმოადგენს, თუ რაოდენ გულგრილი და უგრძნობი გახდა ჩვენი კულტურა ძალადობის მიმართ...“ – აღნიშნა ერთხელ თავად ავტორმა.
  • დღეს პირველი აპრილია!
  • დილა
  • Harry’s
  • „პესტელზი“
  • „ტანელი“
  • ოფისი
  • სპორტული კლუბი
  • პაემანი
  • „ქიმწმენდა“
  • Harry’s
  • „დეკ ჩეარზი“
  • ბიზნესშეხვედრა
  • ჯერ ვიდეოთეკაში და შემდეგ D'Agostino's-ში
  • კოსმეტიკური ნიღაბი
  • პაემანი ეველინთან
  • სამშაბათი
  • ჯენეზისი
  • სადილი
  • კონცერტი
  • სამშაბათი ნაშუადღევის ერთი ეპიზოდი
  • კლუბი „იელი“
  • ძაღლის მოკვლა
  • გოგონები
  • საყიდლები
  • საშობაო წვეულება
  • Nell's
  • პოლ ოუენი
  • „პოლ სმითი“
  • დაბადების დღე, ძმებო
  • სადილი ბეთანისთან
  • ხუთშაბათი
  • უიტნი ჰიუსტონი
  • ვახშამი მდივანთან
  • დეტექტივი
  • ზაფხული
  • გოგონები
  • პედერასტთან დაპირისპირება
  • ბავშვის მკვლელობა ზოოპარკში
  • გოგონები
  • ვირთხა
  • კიდევ ერთი ღამე
  • გოგონა
  • კიდევ ერთ ახალ რესტორანში
  • გოგონას მომზადებისა და შეჭმის მცდელობები
  • სავარჯიშო დარბაზში შეტანილი „უზი“
  • დევნა, მანჰეტენი
  • Huey Lewis and the News
  • ლოგინში კორტნისთან ერთად
  • SMITH & WOLLENSKY
  • ტელევიზორში გაგონილი
  • სენდსტოუნი
  • საუკეთესო ქალაქი ბიზნესისათვის
  • ვარჯიში
  • 80-იანი წლების დასასრული
  • ასპენი
  • ვალენტინობა
  • უსახლკარო მეხუთეზე
  • ახალი კლუბი
  • ტაქსის მძღოლი
  • Harry's-ში
  • სქოლიო