კალათა

დეტალურად

ნიკა ჩიტაძე 2000 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. კერძოდ, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მას ჩატარებული აქვს სხვადასხვა სალექციო კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში, კავკასიის აკადემიურ ცენტრში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად წიგნის ავტორი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში – თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩევლად სამხედრო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების მთავარ სამმართველოში, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტში. 2002 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯორჯ მარშალის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო – საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი. ავტორი ამჟამად გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი. სხვადასხვა პერიოდში 40-ზე მეტ ქვეყანაში მიწვეული იყო ექსპერტად სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ბელგიაში, სერბეთში და ა.შ. არის 120-ზე მეტი სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი წიგნის ავტორი.
  • ავტორის შესახებ
  • 1 ნაწილი. შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში: საგანი, მეთოდი, წარმოშობის ისტორია. პოლიტიკის თეორიები
    • შესავალი
    • თავი 1. პოლიტიკა როგორც სამეცნიერო დისციპლინა
    • თავი 2. პოლიტიკის განსაზღვრების მრავალფეროვნება: ძირითადი მახასიათებლები. პოლიტიკის სუბიექტები და ობიექტები
    • თავი 3. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილები, მისი არსებობის დონეები და ელემენტები. პოლიტიკის როლი საზოგადოებაში
    • თავი 4. პოლიტიკა და სამართალი
    • თავი 5. პოლიტიკა და ეკონომიკა
    • თავი 6. პოლიტიკა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
    • თავი 7. პოლიტიკა და მორალი
    • თავი 8. პოლიტოლოგიის შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრებები
    • თავი 9. პოლიტოლოგიის მეთოდები
    • თავი 10. პოლიტოლოგია სოციალურ-ჰუმანიტარული მოძღვრებათა სისტემაში
  • 2 ნაწილი. პოლიტიკური აზრის ისტორია
    • თავი 11. ანტიკური პერიოდის პოლიტიკურ-სამართლებრივი კონცეფციები
    • თავი. 12. შუა საუკუნეების თეოკრატიული დოქტრინები
    • თავი 13. სამეცნიერო მიმდინარეობები აღორძინებისა და ახალი დროის პოლიტიკურ თეორიებში
    • თავი 14. დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკური მოძღვრებები
    • თავი 15. ქართული პოლიტიკური აზრი
  • ნაწილი 3. სახელმწიფო და მისი არსი
    • თავი 16. სახელმწიფოს არსი, მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში
    • თავი 17. სახელმწიფო მოწყობის ფორმები. სახელმწიფოს ფუნქციები
    • თავი 18. ადგილობრივი მმართველობა
    • თავი 19. სამართლებრივი სახელმწიფოს გაგება
    • თავი 20. დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • თავი 21. დემოკრატიის მოდელები
    • თავი 22. სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე გაგება
  • ნაწილი 4. პოლიტიკური ძალაუფლება
    • თავი 23. პოლიტოლოგიაში ძალაუფლების ძირითადი კონცეფციები. პოლიტიკური ძალაუფლება, მისი რეალიზაციის მექანიზმები
    • თავი 24. კორუფცია
    • თავი 25. პოლიტიკური ხელისუფლების საფუძვლები, სტრუქტურა, რესურსები და ტიპები
    • თავი 26. პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმურობა და მისი სტრუქტურა
    • თავი 27. კონსტიტუციები, კანონმდებლობა და მართლმსაჯულება
    • თავი 28. საკანონმდებლო ორგანოები
    • თავი 29. აღმასრულებელი ხელისუფლება
    • თავი 30. საზოგადოების პოლიტიკური სისტემა: განსაზღვრება, სტრუქტურა, ფუნქციები
    • თავი 31. პოლიტიკური სისტემების ტიპოლოგიზაცია
    • თავი 32. მმართველობის ფორმები, სისტემები და რეჟიმები
    • თავი 33. პოლიტიკური სისტემის დინამიკა
    • თავი 34. საქართველოს პოლიტიკური სისტემა
    • თავი 35. პოლიტიკური რეჟიმი: ცნება, დამახასიათებელი თვისებები და ძირითადი სახეობები
  • ნაწილი 5. პოლიტიკური წარმომადგენლობა. არჩევნები და ხმის მიცემა
    • თავი 36. საარჩევნო ტექნოლოგიები
    • თავი 37. იმიჯი და პოლიტიკა
    • თავი 38. პოლიტიკური მონაწილეობა, არჩევნები და მისი მონიტორინგი
    • თავი 39. პოლიტიკური მარკეტინგი
  • ნაწილი 6. პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური მოძრაობები
    • თავი 40. პოლიტიკური პარტია: არსი, სტრუქტურა და ფუნქციები
    • თავი 41. თანამედროვე პერიოდის პარტიული სისტემებისა და პოლიტიკური პარტიების ტიპოლოგია
    • თავი. 42. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობები და მათი როლი საზოგადოების ცხოვრებაში
    • თავი 43. ინტერესთა ჯგუფები (ლობიზმი)
  • ნაწილი 7. პოლიტიკური შეხედულებები და იდეოლოგიები
    • თავი 44. პოლიტიკური ცნობიერება: შინაარსი. პოლიტიკური იდეოლოგიების არსი და ფუნქციები
    • თავი 46. პოლიტიკური კულტურა: არსი, სტრუქტურა, ფუნქციები. პოლიტიკურ კულტურათა ტიპოლოგია
  • ნაწილი 8. პოლიტიკური ურთიერთობები და პოლიტიკური პროცესები
    • თავი 47. პიროვნების პოლიტიკური სოციალიზაცია. პოლიტიკური სოციალიზაციის ეტაპები
    • თავი 48. პოლიტიკური ურთიერთობები: მათი თავისებურებები და არსებობის ფორმები
    • თავი 49. პოლიტიკური პროცესი: არსი, განვითარების ძირითადი სტადიები და სახეობები
    • თავი 50. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები
  • ნაწილი 9. პოლიტიკური კონფლიქტი
    • თავი 51. პოლიტიკური კონფლიქტი: არსი, ტიპოლოგია, პოლიტიკური კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებები
    • თავი 52. საქართველოში არსებული კონფლიქტები, ოკუპირებული რეგიონები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები
  • ნაწილი 10. პოლიტიკური ლიდერობისა და პოლიტიკური ელიტის ძირითადი თეორიები
    • თავი 53. პოლიტიკური ლიდერობის გაგება და თეორიები. პოლიტიკური ლიდერობის ტიპოლოგიები. პოლიტიკური ლიდერის ფუნქციები
    • თავი 54. პოლიტიკური ელიტა. ელიტის არსი, სტრუქტურა და ფუნქციები
  • ნაწილი 11. საერთაშორისო ურთიერთობების, მსოფლიო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი თავისებურებები
    • თავი 55. ეროვნებათშორისი ურთიერთობები. თეორია და პრაქტიკა
    • თავი 56. საერთაშორისო ურთიერთობები: განსაზღვრება, თავისებურებანი, ძირითადი პრინციპები
    • თავი 57. საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითადი თეორიები. საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების თანამედროვე ტენდენციები
    • თავი 58. სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა
    • თავი 59. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ასპექტები
    • თავი 60. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება და მისი შემადგენელი
    • თავი 61. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტები რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ
    • თავი 62. სამხედრო და პოლიციური ძალები
    • თავი 63. სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოება
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურის სია