კალათა

დეტალურად

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რომელ ჟანრს მიეკუთვნება ჩემ მიერ შემოთავაზებული ტექსტი. ეს არ არის ისტორია, რადგან პრაქტიკულად არცერთი აღწერილი მოვლენის ზუსტი თარიღი არ მახსოვს. მეორე მხრივ, არის კიდეც ისტორია, რადგან იმავე მოვლენებმა განსაკუთრებული კვალი დააჩნიეს ქვეყნის განვითარებას. ეს არის ისტორია, რომელიც მახსოვს არა ქრონოლოგიით, არამედ დადებითი და უარყოფითი ემოციებით, საუბრებით, დისკუსიებით, მძაფრი განცდებით... ეს არ არის მემუარები, რადგან ვცდილობ უფრო იმ ადამიანებზე ვისაუბრო, რომლებმაც, ჩემი აზრით, წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში და რომლებთანაც მეგობრობა თუ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ამასთანავე, არის კიდეც მემუარები, რადგან მეც იქვე ვარ და, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი ემოციის პრიზმაში განვიხილავ, თუ გნებავთ, განვიკითხავ მათ მოქმედებებს. თავსაც საკმარისზე ხშირად ვიმართლებ დაშვებულ შეცდომებზე. ვცდილობ, ავხსნა ამა თუ იმ სიტუაციაში ჩემი საქციელის მოტივები. ალბათ, ხშირად ვამლაშებ კიდეც... ეს არ არის დოკუმენტური პროზა, რადგან კადრს მიღმა ვტოვებ საკმაოდ მასშტაბური მოვლენების საერთო ანატომიას. ამასთანავე, არის კიდეც, ვინაიდან აღვწერ კარგად ნაცნობი მოვლენების კულისებს მიღმა განვითარებულ ეპიზოდებს, რომლებმაც ამ მოვლენებს უმნიშვნელოვანესი დაღი დაასვეს. ეს არ არის პუბლიცისტიკა, რადგან არ გთავაზობთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პროცესების სიღრმისეულ ანალიზს. ამასთანავე, არის კიდევაც პუბლიცისტიკა, რადგან ამა თუ იმ ეპიზოდში კარგად ჩანს ისტორიული კანონზომიერება, რომელიც უცვლელ ლაიტმოტივად მიჰყვება საქართველოს უახლეს ისტორიას. მოკლედ, ეს არის ისტორიის ფრაგმენტებისგან აკინძული წიგნი, რომელშიც მაქსიმალურად ვეცადე ეს ფრაგმენტები ერთიან ისტორიულ ლოგიკაში მომექცია.
  • მკითხველს
  • ბადრი
    • სანდრო
    • ბუნებრივი ანტაგონიზმი
    • ნომენკლატურული კაპიტალიზმი
    • ისტორიის თეთრი ძაფები
    • გაცნობა
    • მეგობრობის დასაწყისი
    • სამშვიდობო მოლაპარაკებები – დასაწყისი
    • საქართველოს რკინიგზა
    • სამშვიდობო მოლაპარაკებები – დასასრული
    • ომის გამოცხადება
    • ლონდონი
    • ბედისწერა
    • 2 ნოემბერი
    • ეილათი-ლონდონი-ბაქო-თბილისი
    • 9 ნოემბერი
    • 10 ნოემბერი
    • სისტემური ტრაგიკომედია
    • საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება
    • ფატალური შეცდომა
    • ფარდა დაეშვა
    • სვავების შემოსევა
    • ჩვენი დროის გმირები
    • შეხვედრა მიშასთან
    • იმედგაცრუება
  • ზურა
    • თავდასხმა
    • უკანასკნელი ბარიერის ლიკვიდაცია
    • პოლიტიკური კლასი
    • ტრიუმვირატი
    • შიში და უნდობლობა
    • გადაწყვეტილება
  • ბიძინა – ხელისუფლებაში მოსვლამდე
    • ლიდერი
    • რეჟიმი-2011
    • გაცნობა
    • წერილი
    • პირველი რჩევა
    • პრევენცია
    • პოლიტიკური აჯაფსანდალი
    • რთული გადაწყვეტილება
    • ოჯახი
    • ბიძინას საჩუქარი
    • ბიძინას საჩუქრის „ყურები“
    • შარჟი, როგორც პოლიტიკური იარაღი
    • ფარული ჩანაწერები
    • „შუას გაკრეფა“
    • უმართავის მართვა
    • ოპერაცია „ვანო“
    • ციხის კადრები
    • თინა და დათო
    • თეა წულუკიანი
  • ბიძინა – ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ
    • ძალაუფლება რყვნის
    • ძალაუფლების ცენტრი
    • გიორგი
    • გიორგი კვირიკაშვილი
    • გიორგი გახარია
    • რუხი კარდინალი
    • პირველი განგაში
    • სისტემის პირველი კონტრშემოტევა
    • სისტემის მეორე კონტრშემოტევა
    • ბრძოლა სისტემურ მანკიერებასთან
    • იმედი
    • რუსთავი 2
    • მაესტრო
    • ყარსი-ახალქალაქის პროექტი
    • საქართველოს რკინიგზა 2
    • და ისევ ბადრი...
    • სისტემიდან გამოსვლა
    • კოაბიტაცია