კალათა

დეტალურად

ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია. 2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი. მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში. ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია.
  • ტაქსის მძღოლი მესუთი
  • სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი
  • ამბოხებული მებრძოლის ძმა ალი
  • პაციენტი მუთა (დამორჩილებული)
  • არაბული გაზაფხული, ეგვიპტე
  • ტაქსის მძღოლი საჰომ მაჯურათი
  • ეგვიპტელი თარჯიმანი ბაჰაა ალმასრი
  • ატა ლაჰრინი
  • ღამის ბანაკი
  • 8 წლის ჯაული
  • ოპერაცია „თავისუფლება ერაყს“
  • ირანის საზღვარი გზა
  • ხიდის აფეთქება
  • საზღვარი
  • სიკვდილი ყველაზე საშიში არ არის...
  • გაფრენამდე
  • ვარდნა
  • გზა ჯირველღოზუმდე
  • ყირგიზეთი – კომენდანტი ნურ მამბიტაევი
  • დაბადების დღე
  • ჯირველღოზუ
  • სასაზღვრო სოფელი და ტაქსის მძღოლი ემნერი
  • ქვრივი კაცი ასლაბი
  • დასასრული