წიგნში აღწერილია 1905 წელს ბათუმში მომხდარი შეიარაღებული აჯანყება. ის აჭარაში მცხოვრებ მუსლიმთა და ქრისტიანთა ერთობლივ რევოლუციურ ბრძოლაზე მოგვითხრობს. იმ პერიოდში ბათუმი კავკასიის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო ცენტრი იყო, მისი მოსახლეობა კი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კონფესიებისაგან შედგებოდა. საყოველთაო გაფიცვისა და შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება ეთნიკური და რელიგიური შუღლის უკანა პლანზე გადაწევასა და საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას მოითხოვდა. ამ ერთობის შექმნაში განსაკუთრებული როლი ქართველ რევოლუციონერ მუსლიმთა ლიდერებმა შეასრულეს.
- შესავალი
- ბიოგრაფიული ცნობები აბაშიძეების შესახებ
- საგაფიცვო მოძრაობის დასაწყისი
- 1905 წლის რევოლუცია და ეროვნული საკითხი
- 1905 წლის რევოლუცია და მუსლიმები
- არმია და „რევოლუციის ბაცილა“
- შეიარაღებული აჯანყება
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია
- დანართი: მემედ აბაშიძის წერილები
- სქოლიო