კალათა

დეტალურად

ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით, „ფრანით მორბენალი“. წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. „1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ვღანეთის სიკვდილს მოიტანენ“ – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. გვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს. „ფრანით მორბენალი“ უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • თავი მეჩვიდმეტე
  • თავი მეთვრამეტე
  • თავი მეცხრამეტე
  • თავი მეოცე
  • თავი ოცდამეერთე
  • თავი ოცდამეორე
  • თავი ოცდამესამე
  • თავი ოცდამეოთხე
  • თავი ოცდამეხუთე
  • განმარტებები
  • სქოლიო