კალათა

დეტალურად

ეს კრებული კახას სიცოცხლეში, ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ შემაჩერა – საბჭოთა კავშირი რატომ არ მიყვარს, უკვე დავწერე და მინდა, ამერიკა რატომ მიყვარს, ისიც ავხსნაო. ვახსენებდი ხოლმე და მეუბნებოდა, რომ აუცილებლად დაწერს. თუმცა არეული დრო იყო – უნივერსიტეტს ხურავდნენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს დევნიდნენ. ვერ მოიცალა და ვერ მოასწრო აეხსნა, ამერიკა რატომ უყვარს, თუმცა მიზეზი რთული გამოსაცნობი არ არის – თავისუფლების გამო. კახას როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში ისტორიული მნიშვნელობისაა. ამის მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ მან გავლენა არა მხოლოდ მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზეც მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი რეჟიმის იდეოლოგია სოციალისტურია, კახას მემკვიდრეობიდან შეუქცევადად არაფერი შეცვლილა – მიიღეს და სარგებლობენ თითქმის ყველაფრით, რასაც ადრე ხმამაღლა გმობდნენ. სწორედ კახაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ვის გამოც ჩვენი ეკონომიკა, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, მაინც იზრდება – ჯანსაღი საფუძველი აქვს ჩაყრილი, ომსაც გაუძლო და ოცნებასაც უძლებს. გაჭირვებით, მაგრამ უძლებს.
  • ჩვენი სტერეოტიპები
  • და ამიტომ
  • ერთი ბიჭის ისტორია
  • ეძღვნება 1982 წელს
  • ღარიბი ადამიანების გასაჭირი და ჩვენებური მიკროგლობალიზაცია
  • ღარიბი ადამიანების გასაჭირი 2 - სასოწარკვეთა
  • იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა
  • რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან
  • იძულება სამოთხისაკენ
  • Lingua franca
  • მონეტარული თავისუფლება და ვერცხლის აბაზები
  • მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი
  • ნელ-ნელა წინ, ნელ-ნელა უკან
  • ნოხი
  • ოკუპაციის 200 წელი
  • რუსული ცხენი
  • საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
  • უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო
  • ვსრიალებთ
  • რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი