კალათა

დეტალურად

ტირიფების ჩრდილქვეშ

ფირატ სუნელი

გამომცემლობა საგა

მთარგმნელი ნანა ჯანაშია

რომანი

თარგმანი თურქულიდან

რომანის სიუჟეტი II მსოფლიო ომის დროინდელ საქართველოში, ახალციხეში ვითარდება, სადაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები – სომხები, ებრაელები, ქართველები და თურქები ცხოვრობდნენ. პატარა ომერისა და ნიკას მეგობრობის ფონზე განვითარებული მოვლენები ერთ ღამეში ასიათასზე მეტი ადამიანის მამაპაპეული საცხოვრებლებიდან აყრასა და სატვირთო მატარებლებით შუა აზიაში ტრაგიკულ გადასახლებას აღწერს, რამაც ბიჭების მეგობრობა იძულებით გაწყვიტა. ორმოცდღიანმა არაადამიანურმა მოგზაურობამ ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ზოგი– შიმშილმა, ზოგი – სიცივემ, ზოგი კი ავადმყოფობამ იმსხვერპლა. რომანი მეგობრობის, ომისა და გადასახლების გარდა, ადამიანების იდეალების დამსხვრევასა და მათთან ანგარიშსწორებაზე მოგვითხრობს – იდეალებისა, რომელთაც სიცოცხლე მიუძღვნეს. ავტორი ხატოვნად აღწერს ასევე მითოლოგიური კაფის მთას, ბოლშევიკური რევოლუციის აკვანს, პეტროგრადს, სვანეთს, მხოლოდ კავკასიის რეგიონისათვის დამახასიათებელ ფერადოვან, ზღაპრულ ცხოვრებასა და ტრაგიკულ სიყვარულს.
  • სანამ მამლები იყივლებენ
  • ახალციხე
  • ჯემილის სიყვარული
  • იძულებითი მოვალეობა
  • კავკასიაში სიყვარულის საუკეთესოდ მცოდნე ქალი
  • დამშვიდობება მტკვართან
  • წარსულის კვალი
  • აჰმედ აღას კოშმარი
  • ორმაგი სიხარული
  • ძველი მეგობრის თავგადასავალი
  • სუფრა
  • ჯემილის წერილი
  • ორდენები ხავერდის ქისაში
  • თბილისი
  • მყვირალობისთვეში წასული
  • 7 ნოემბერი
  • უკანასკნელი დილა
  • ოცნებები და რეალობა
  • მეორედ მოსვლა
  • ყველა რომ წავიდა
  • უცნობი მომავლისკენ
  • ლენინის ორდენი
  • სიცოცხლისათვის
  • სიზმრების მოგზაურობა
  • ცარიელი საფლავი
  • ტირიფების ჩრდილქვეშ...
  • სქოლიო