კალათა

დეტალურად

გიორგი სააკაძის დროინდელი საქართველოს მდგომარეობა დღევანდელს მიაგავს: ევროპა მაშინაც შეშფოთების გამოთქმით კმაყოფილდებოდა საქართველოს ოკუპაციის გამო, შაჰ აბასი კი არხეინად განაგრძობდა ქვეყნის დაპყრობას... შაჰ აბასი თავისი გარდაცვლილი ბებიის, შალიკაშვილის ქალის მიერ დატოვებულ ინდაურებს უვლის და მემატიანე ისკანერ მუშნის შესჩივის, რომ ვერ გაუგია, რატომ ჩხუბობენ მისი ინდაურები გამუდმებით. მოულოდნელად ინდაურები ლაპარაკს იწყებენ. ერთი მათგანი, მისიონერი პიეტრო დელა ვალე რომის პაპს, ურბან მერვეს კომედია დელარტეს დასის „ფედელის“ მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლად წარმოუდგენს თავის ანტითურქული კოალიციის პროექტს, რომლითაც კაზაკები და ირანი უნდა გაერთიანდნენ თურქეთის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით. პიეტრო დელა ვალეს იმედს, რომ ამ პროექტის გამო საქართველოს კურატორად დანიშნავენ, აღსრულება არ უწერია, რადგან ამავე თანამდებობას უმიზნებს ინკვიზიტორი ჩეზარე ბორგეზეც, მისი მოყვანილი დასი „აჩეზი“ წარმოადგენს გიორგი სააკაძის აღსასრულს თურქეთში. ურბან მერვე აღშფოთებას გამოთქვამს შაჰ აბასის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ თუმცა გიორგი სააკაძის სიკვდილის გამო ანტითურქრული კოალიციის პროექტი ჩაშლილია, მისიონერები მაინც უნდა გააგზავნონ საქართველოში, რათა ქვეყანა მოამზადონ რომის ეკლესიაში მისაღებად. მსახიობებს შორის იწყება ჩხუბი, სადაც შაჰ აბასიც ჩაერევა, რაკი ჩეზარე ბორგეზეს დიდებულ სამოსში თავისი შვილის მკვლელს, ბებუთ ხანს ამოიცნობს... ერთ ქვაბში შაჰ აბასი საცივს აკეთებს გიორგი სააკაძისგან, მეორე ქვაბში კი ურბან მერვე იტალიურად ამზადებს ინდაურს ბადრიჯნით კორიოლანუსისგან. მოფრინავს გიუარ-ყუში, რომელიც შაჰ აბასს და ურბან მერვეს ამცნობს, რომ თავად ისინიც ჯოჯოხეთის დიდ ქვაბში არიან.
  • ანოტაცია
  • პირველი მოქმედება
    • პირველი სცენა
    • მეორე სცენა
    • მესამე სცენა
    • მეოთხე სცენა
    • მეხუთე სცენა
    • მეექვსე სცენა
    • მეშვიდე სცენა
    • მერვე სცენა
    • მეცხრე სცენა
    • მეათე სცენა
    • მეთერთმეტე სცენა
    • მეთორმეტე სცენა
    • მეცამეტე სცენა
  • მეორე მოქმედება
    • პირველი სცენა
    • მეორე სცენა
    • მესამე სცენა
    • მეოთხე სცენა
    • მეხუთე სცენა
    • მეექვსე სცენა
    • მეშვიდე სცენა
    • მერვე სცენა