კალათა

დეტალურად

ფრანსუა ვიიონი, მე-15 საუკუნის პოეტი, ყველა შემდგომმა საუკუნემ, ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად, ცნო და აღიარა, მაგრამ რაღაც ძნელად მოსახელთებელი თვისებით, რაღაც უხილავი სიმით, ყველაზე ახლობელი მაინც ჩვენი ეპოქისთვის აღმოჩნდა, რომელმაც იგი ლამის თავის თანამედროვედ, ლამის თავის მესიტყვედ მიიჩნია. არადა, მის პოეზიაში თითქოს არაფერია ისეთი, რაც მაინცდამაინც დღევანდელ ყოფას მოგვაგონებდეს. „...ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე... ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი. ვინაიდან ფორმას ოქროს ფასი აქვს.“ პოლ ვალერი. „...შუა საუკუნეებში იყო ფრანსუა ვიიონი. არც პოეტურ თემატიკასა და არც პოეტურ ფორმებს მას მერე ბევრიც აღარაფერი შეჰმატებია. მეოცე საუკუნის საუკეთესო პოეტები გვერდიგვერდ რომ შემოვუწყოთ, დანამდვილებით არ მოგვიწევს წამოყვირება: „ღმერთო, ეს რამსიშორეზე გვივლია!“ ხუმრობანარევი ცნობილი გამონათქვამი მინდა მოვიშველიო: „ერთადერთი გენიალური პოეტი, ვისაც ვიიონი წაკითხული არ ჰქონდა, თვითონ ვიიონია.“ ჟან პიერ შაბროლი. „...იკითხეთ ვიიონი, მისგან ბევრს ისწავლით. მე თვითონ ძალიან ბევრი რამ მისწავლია.“ ბერტოლტ ბრეხტი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • „ვინმე ფრანსუა ვიიონს, სქოლარს...“
  • მცირე ანდერძი
  • დიდი ანდერძი
    • ძველი დროის ბანოვანთა ბალადა
    • ძველი დროის მეფე-მთავართა ბალადა
    • ძველფრანგულად შეთხზული ბალადა
    • ტურფა მემუზარადის გოდება
    • ტურფა მემუზარადის შეგონება ბოზანდარა გოგოებს
    • ორკეცი ბალადა
    • ღვთისმშობლის ლოცვა, დედისთვის შეთხზული
    • ბალადა ჩემს გულის ვარდს
    • რონდო
    • სულის მოსახსენიებელი ბალადა
    • საქორწილო ბალადა რობერ დ’ესტუტვილს მისი ქალბატონისათვის
    • ბალადა ბოროტი ენები
    • ბალადა გაკამათება ფრან გონტიესთან
    • ბალადა პარიზელი ქალები
    • ბალადა სქელ მარგოზე
    • გაკვეთილი გზადაკარგულ ყრმათათვის
    • ბალადა კეთილი რჩევები ცუდმაშვრალთათვის
    • სიმღერა
    • ეპიტაფია
    • რონდო
    • ბალადა შენდობის თხოვნისა
    • უკანასკნელი ბალადა
  • ლირიკა
    • დამოძღვრის ბალადა
    • ანდაზების ბალადა
    • წვრილთქმათა ბალადა
    • უკუთქმათა ბალადა
    • წყევლის ბალადა
    • რონდო
    • ბალადა შეთხზული ბლუაში მგოსანთა შეჯიბრზე
    • ეპისტოლე მეგობართა მიმართ
    • ვედრების წიგნი მონსენიორ დე ბურბონისადმი
    • გაბაასება საკუთარ გულთან
    • ბედისაგან გაფრთხილების ბალადა
    • ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული
    • ტაეპი (სრული ვერსია) თქმული ფრანსუა ვიიონისგან, ოდეს დილეგს იჯდა და ჩამოხრჩობას ელოდა
    • ჩამოხრჩობილთა ბალადა ეპიტაფიის სანაცვლოდ შეთხზული
    • პარიზის პარლამენტის სადიდებელი
    • აპელაციის ბალადა
  • შენიშვნები
    • მცირე ანდერძი
    • დიდი ანდერძი
    • ლექსები