კალათა

დეტალურად

„ნოველები სიყვარულზე“ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან. კრებულის უმთავრესი თემა, ბუნებრივია, სიყვარული და თანაცხოვრებაა (ხშირად სახალისო და მეტად უჩვეულო). ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი კომპლექსებით დათრგუნვილი ადამიანები არიან და ცდილობენ სულისა და ცხოვრების ლაბირინთებში გზის გაკვლევას. ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოჰან ბორგენი (1902-1979) მწერლის სახელის დამკვიდრებამდე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. წერდა ფელეტონებს, პიესებს, მუშაობდა თეატრში მრჩევლად, იყო ლიტერატურულ ჟურნალის რედაქტორი. 1925 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ნოველათა კრებული სახელწოდებით „უკუნეთისკენ“. როგორც მწერალს, ბორგენს აღიარება მოუტანა რომანმა „პატარა ლორდი“. იოჰან ბორგენი თხუთმეტი რომანის, ნოველათა ცხრა კრებულის, რვა პიესის, ბევრი ფელეტონისა და ესეს ავტორია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე. ქართველი მკითხველი XX საუკუნის ამ აღიარებულ კლასიკოსს პირველად გაეცნობა.
  • ყვავები
  • ახალგაზრდა საყვარელი
  • თაფლობის თვე
  • ვარსკვლავი
  • სურვილი
  • ბზარშეპარული ბავშვობიდან სიყვარულით გამომიყვანე
  • მაისის ერთი კრიალა დღე
  • ჩიტი და მაცდური
  • ვიქტორია რეგია
  • ვარსკვლავთა სიმღერა
  • ბალახში
  • თამაში დასრულდა
  • ეს დღე
  • ჩვენი დიდი მეგობარი