კალათა

დეტალურად

„ორესტეა“ (ძვ. ბერძნ. ᾽Ορέστεια) ესქილეს ტრილოგიაა, რომელშიც გადმოცემულია აგამემნონის მოკვლა კლიტემნესტრას მიერ, კლიტემნესტრას მოკვლა ორესტესის მიერ და ორესტესის სასამართლო, ატრეიდესების სახლის წყევლის დასასრული და ერინისების მძვინვარების დაცხრომა. ტრილოგია შედგება სამი ტრაგედიისგან: „აგამემნონი“ (Ἀγαμέμνων), „ქოეფორები“, ანუ მიცვალებულისთვის საღვრელის მომტანი ქალები (Χοηφóρoι), და „ევმენისები“ (Εὐμενίδες). მათში ნაჩვენებია, თუ როგორ მონაწილეობენ ბერძენი ღმერთები ადამიანების მიერ სამართლის ძიებაში. „ორესტეა“ ძველი ბერძნული თეატრის ერთადერთი გადარჩენილი ტრილოგიაა; მან ავტორს პირველი ადგილი მოუტანა ძვ.წ. 458 წ. დიდი დიონისიების დღესასწაულზე გამართულ ტრაგიკოსთა ასპარეზობაზე. ეს იყო ესქილეს უკანასკნელი გამარჯვება სიცოცხლეში (ორი წლის შემდეგ ესქილე გარდაიცვალა, თუმცა მისი ტრაგედიები იმარჯვებდნენ ტრაგიკოსის სიკვდილის შემდეგაც). ბევრი მკვლევრის მიერ „ორესტეა“ მიიჩნევა ესქილე შემოქმედების მწვერვალად. ტრილოგიის მთავარი თემაა კონტრასტი შურისძიებასა და სამართალს შორის, ისევე როგორც გადასვლა პერსონალური ვენდეტიდან ორგანიზებულ სასამართლო დავაზე. „ორესტეა“ ოდესღაც ტეტრალოგია იყო და სამი ტრაგედიის გარდა მოიცავდა სატირულ დრამა „პროტევსსაც“, რომლისგანაც ერთადერთი სტრიქონია გადარჩენილი.
  • „ორესტეა“ – ესქილეს გამოთხოვება
  • აგამემნონი
    • პროლოგოსი
    • პაროდოსი
    • პირველი ეპისოდიონი
    • პირველი სტასიმონი
    • მეორე ეპისოდიონი
    • მეორე სტასიმონი
    • მესამე ეპისოდიონი
    • მესამე სტასიმონი
    • მეოთხე ეპისოდიონი
    • მეოთხე სტასიმონი
    • ექსოდოსი
  • ქოეფორები
    • პაროდოსი
    • ეპოდოსი
    • პირველი ეპისოდიონი
    • პირველი სტასიმონი
    • მეორე ეპისოდიონი
    • მეორე სტასიმონი
    • მესამე ეპისოდიონი
    • მესამე სტასიმონი
    • ექსოდოსი
  • ევმენისები
    • პროლოგოსი
    • პაროდოსი
    • პირველი ეპისოდიონი
    • მეორე ეპისოდიონი
    • პირველი სტასიმონი
    • მესამე ეპისოდიონი
    • მეორე სტასიმონი
    • მეოთხე ეპისოდიონი
    • პირველი კომოსი
    • ექსოდოსი
  • მითოლოგიურ და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი
  • სქოლიო