კალათა

დეტალურად

ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი „ენ ვერონიკა“ 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა. წიგნში აღწერილია ახალგაზრდა გოგონას, ენ ვერონიკას, ცხოვრება, რომელიც ცდილობს პატრიარქალურად მოაზროვნე მამას გაექცეს და თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს. იმ პერიოდისთვის „ენ ვერონიკა“ საკმაოდ სკანდალურ ნაწარმოებად მიიჩნიეს, გაზეთმა The Spectator-მა ის მკითხველთა გონების მომწამვლელადაც კი შერაცხა... „იმასაც უნდა შეჰგუებოდა, რომ ამ სამყაროში გოგონა მარტო ვერ იქნებოდა, ვერც პატივისცემას მოიპოვებდა, თავისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რადგან ყველგან ჩასაფრებულიყო ბოროტება, ხიფათი და უმნიშვნელო დამცირებები, ხიფათზე მეტად რომ აღიზიანებდა.“
  • თავი 1. ენ ვერონიკა მამას ესაუბრება
  • თავი 2. ენ ვერონიკა მხედველობის არეს იფართოებს
  • თავი 3. გარდამტეხი დილა
  • თავი 4. გარდატეხა
  • თავი 5. ლონდონში გაქცევა
  • თავი 6. გადარწმუნების მცდელობა
  • თავი 7. ოცნებები და სინამდვილე
  • თავი 8. ბიოლოგია
  • თავი 9. წინააღმდეგობანი
  • თავი 10. სუფრაჟისტები
  • თავი 11. ფიქრები ციხეში
  • თავი 12. ენ ვერონიკა საქმეებს აგვარებს
  • თავი 13. საფირონიანი ბეჭედი
  • თავი 14. ამაო აღიარება
  • თავი 15. უკანასკნელი დღეები სახლში
  • თავი 16. მთაში
  • თავი 17. მომავლის იმედი
  • სქოლიო