კალათა

დეტალურად

რუსეთის გამოუცხადებელი საინფორმაციო ომი და ევროპის თავდაცვის სტრატეგია

სალომე სამადაშვილი

გამომცემლობა არტანუჯი

პოლიტიკა პუბლიცისტიკა

უხილავმა საინფორმაციო ომმა, რომელმაც ჩვენგან შეუმჩნევლად მოიცვა სამყარო, თითოეული ჩვენგანი საგრძნობლად დაუცველი დატოვა. თანამედროვეობაში ომმა ახალი, ჰიბრიდული ფორმა შეიძინა. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინფორმაციით მანიპულირება კი ჰიბრიდული ომის მთავარი კომპონენტია. ამ ომში სამიზნე მხოლოდ ჯარისკაცი აღარ არის. საინფორმაციო ომის თავდასხმის ობიექტი, ხშირად შეუმჩნევლად, მთლიანად საზოგადოება, ყოველი ჩვენგანი ხდება. საინფორმაციო თავდასხმა სახიფათოა, რადგან მას მსხვერპლი მოუმზადებელი ხვდება. ინფორმაციის მანიპულაციის და პროპაგანდის გზით სასურველ ობიექტზე ზეგავლენის მოპოვება რუსეთის თავდასხმის სტრატეგიის მთავარი ამოცანაა. პუტინის ხელისუფლება საკუთარი პოზიციის გამყარებას რბილი ძალის – ინფორმაციის, ფულის, ბიზნეს ინტერესების – გამოყენებით ცდილობს. ჩვენ კი, როგორც თავდასხმის ობიექტებს ამ გამოუცხადებელ საინფორმაციო ომში, თავდაცვის სტრატეგია გვჭირდება. “cientia potestas est” – „ცოდნა-ძალაუფლებაა“ – საფრთხის შეცნობა და მისგან თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვა თანამედროვე სამყაროში ისევე აქტუალურია, როგორც ნებისმიერ სხვა დროს, კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ თანამედროვე სამყარომ ახალი საფრთხეები შექმნა, ეს წიგნი სწორედ მათ შეცნობასა და თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება მკითხველს.
  • მარტენსის ცენტრის შესახებ
  • წინასიტყვაობა
  • შესავალი
  • „საინფორმაციო ომი“, როგორც „ჰიბრიდული“ ომის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი
  • რუსეთის ხედვა საინფორმაციო ომთან დაკავშირებით
  • რუსული საინფორმაციო ომის სტრატეგია
  • მონოპოლია ინფორმაციის გავრცელებაზე რუსეთსა და რუსულენოვან სახელმწიფოებში
  • ინფორმაციის გამოყენება იდეოლოგიური ინდოქტრინაციისთვის
  • შეღწევა დასავლეთში
  • საინფორმაციო საშუალებები
  • ექსპერტები, NGO-ები და დასავლელი ლობისტები
  • მოკავშირეები ევროპული პოლიტიკის უკიდურეს მარჯვენა და უკიდურეს მარცხენა ფლანგებზე
  • ინტერნეტტროლების არმია
  • კიბერომის შესაძლებლობები
  • დასავლეთში რუსეთის პროპაგანდის მთავარი კონცეპტუალური გზავნილები
  • როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი?
  • საფრთხის გაცნობიერება
  • რეკომენდებული სამოქმედო გეგმა არასამთავრობო მოთამაშეებისთვის
  • იურისტთა და ჟურნალისტთა საორგანიზაციო ჯგუფის შეკრება სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის მიზნით
  • ინტერნეტსტრატეგიები – „ვირუსული მშვიდობა“ ევროპისათვის
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია
  • სქოლიო