კალათა

დეტალურად

სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში

ზურა მხეიძე

გამომცემლობა აზროვნების აკადემია

პუბლიცისტიკა

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე 1986 წლიდან სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. ლექციებს კითხულობს თსუ-ში, აზროვნების აკადემიაში, GIPA-ში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომისა. არის ლაბორატორია Z-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში... ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.“ – რამაზ საყვარელიძე
  • ფსიქოლოგიურ საოცრებათა ქვეყანაში... ზურაბ მხეიძესთან ერთად
  • სიყვარული
  • „ტყუილის ფსიქოლოგია“
  • ემოციური ინტელექტი
  • თვითშეფასება
  • დაბალი და მაღალი თვითშეფასება
  • ურთიერთობების ფსიქოლოგია