კალათა

დეტალურად

თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან? მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი. ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“. ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.
  • მადლობა
    • თავი I. კაცობრიობის ახალი დღის წესრიგი
      • ბიოლოგიური სიღარიბის ზღვარი
      • უხილავი არმადები
      • ჯუნგლის კანონის დარღვევა
      • სიკვდილის ბოლო დღეები
      • ბედნიერების უფლება
      • პლანეტა დედამიწის ღმერთები
      • გთხოვთ, იქნებ ვინმემ დაამუხრუჭოს?
      • ცოდნის პარადოქსი
      • გაზონების მოკლე ისტორია
      • იარაღი პირველ მოქმედებაში
    • პირველი ნაწილი. ჰომო საპიენსი მსოფლიოს იპყრობს
      • თავი II. ანთროპოცენი
        • გველის შვილები
        • მემკვიდრეობითი მოთხოვნილებები
        • ორგანიზმები ალგორითმები არიან
        • სასოფლო-სამეურნეო შეთანხმება
        • მარტოობის ხუთასი წელი
      • თავი III. ადამიანური ნაპერწკალი
        • ვის ეშინია ჩარლზ დარვინის?
        • რატომ არ აქვს საფონდო ბირჟას ცნობიერება
        • სიცოცხლის განტოლება
        • ლაბორატორიის ვირთხების უბედური ცხოვრება
        • თვითცნობიერი შიმპანზე
        • ჭკვიანი ცხენი
        • გაუმარჯოს რევოლუციას!
        • არა მხოლოდ სექსი და ძალადობა
        • აზრთა ქსელი
        • სიზმრის ჟამი
      • მეორე ნაწილი. ჰომო საპიენსი სამყაროს აზრს სძენს
        • თავი IV. მითების მთხრობელები
          • ქაღალდზე ცხოვრება
          • წმინდა წიგნები
          • კი, მაგრამ, ეს მუშაობს!
        • თავი V. უცნაური წყვილი
          • მიკრობები და დემონები
          • თუ გზად ბუდა შემოგხვდებათ
          • ღმერთის გაყალბება
          • წმინდა დოგმა
          • ალქაჯებზე ნადირობა
        • თავი VI. თანამედროვე გარიგება
          • რატომ განსხვავდებიან ბანკირები ვამპირებისგან
          • სასწაულებრივი ღვეზელი
          • კიდობნის სინდრომი
          • ვირთხების რბოლა
        • თავი VII. ჰუმანისტური რევოლუცია
          • თვითდაკვირვება
          • ჰუმანიზმი ხუთ ფოტოში
          • ყვითელი აგურის გზაზე
          • სიმართლე ომის შესახებ
          • ჰუმანისტური სქიზმა
          • ბეთჰოვენი უკეთესია თუ ჩაკ ბერი?
          • ჰუმანიზმის რელიგიური ომები
          • ელექტროენერგია, გენეტიკა და რადიკალური ისლამი
        • მესამე ნაწილი. ჰომო საპიენსი მართვის სადავეებს კარგავს
          • თავი VIII. შენელებული მოქმედების ბომბი ლაბორატორიაში
            • ვინ არის ან რამდენია „მე“?
            • ცხოვრების აზრი
          • თავი IX. დიდი დაცილება
            • უსარგებლოთა კლასი
            • 87-პროცენტიანი ალბათობა
            • ორაკულობიდან სუვერენობამდე
            • უთანასწორობის განახლება
          • თავი X. ცნობიერების ოკეანე
            • გახსენით გონება!
            • შიშის სუნი მცემს
            • ლურსმანი, რომელზეც სამყარო კიდია
          • თავი XI. დატაიზმი
            • სად გაქრა მთელი ძალაუფლება?
            • ისტორია ორიოდე სიტყვით
            • ინფორმაციას თავისუფლება სურს
            • ჩაიწერე, ატვირთე, გააზიარე!
            • შეიცან თავი შენი
            • ჭავლი მონაცემთა ნაკადში
          • სამადლობელი სიტყვა
          • გამოყენებული წყაროები
          • ილუსტრაციები
          • სქოლიო