XX საუკუნის ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შერვუდ ანდერსონი (1876-1941 წწ), კლივლენდის მახლობლად, ოჰაიოს პატარა ქალაქ კემდენში დაიბადა და ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ამერიკული პროვინციის ცხოვრებას, რაც შემდგომში მისი ლიტერატურული შემოქმედების საფუძველი გახდა. ანდერსონს ეკუთვნის რვა რომანი, ნოველების ოთხი ციკლი, პოეზიის ორი კრებული და თორმეტ წიგნში გაბნეული უამრავ ესე, თუმცა, ლიტერატორების აზრით, ვერცერთი ვერ შეედრება „უაინსბურგი, ოჰაიოს“ მნიშვნელობითა თუ მხატვრული ღირებულებით; ვერც – გავლენით, რაც ამ წიგნმა ამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა; გავლენა კი იქონია ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, თომას ვულფი და სხვები. „უაინსბურგი, ოჰაიოს” დაკვირვებულ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მასში მოთხრობილი მრავალი ამბისა, ანდერსონი მაინც დეტალების, ნიუანსების მწერლად რჩება. ის ქმნის დახვეწილ, ფილიგრანულ ქსოვილს, სადაც ყველა ელემენტი თავის ადგილზეა და ერთ მთლიანობად აღიქმება. მწერლის ოსტატობა ვლინდება მის უნარში, გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები – თანაგრძნობა და კრიტიკული დისტანცია, სიმპათია და ირონია, პოეტური ლირიზმი და მკაცრი რეალიზმი. რიტმულობა, ყურადღება დეტალებისადმი, უნარი, შეაღწიოს არსებული რეალობის სიღრმეებში, ქმნის ფერების, სუნების, ხმებისა და ტექსტურების უნიკალურ ნაზავს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, „უაინსბურგი, ოჰაიო” აღმოჩენად იქცევა თანამედროვე მკითხველისთვისაც, რომელიც ყოველ ეპოქაში ეძებს ცხოვრების რეალისტურ და გულწრფელ ასახვას.
- გროტესკების წიგნი
- ხელები
- ქაღალდის ბურთულები
- დედა
- ფილოსოფოსი
- ვერავინ გაიგებს
- ღვთისმოსაობა
- იდეების კაცი
- თავგადასავალი
- რიგიანი ხალხი
- მოაზროვნე
- ტენდი
- ღვთიური ძალა
- მასწავლებელი
- მარტოობა
- გამოღვიძება
- „დარტყმული“
- უთქმელი სიცრუე
- სიმთვრალე
- სიკვდილი
- სიმწიფის ზღურბლზე
- გამგზავრება
- პატარა ამერიკული ქალაქის ხიბლი და სიმახინჯე