კალათა

დეტალურად

და იქმნა ნათელი. შესაქმიდან ნოეს კიდობნამდე

იაკობ შტრაიტი

გამომცემლობა აწმყო

მთარგმნელი მარინა ბულია

ფილოსოფია, რელიგია საბავშვო

თარგმანი გერმანულიდან

ამ მოთხრობების ავტორი მრავალი წლის განმავლობაში აცნობდა დაწყებითი სასკოლო კლასების ბავშვებს ძველი აღთქმის სამყაროს. აქედან იშვა წინამდებარე მოთხრობები. გარდა ბიბლიური წყაროებისა ავტორი საზრდოობდა აპოკრიფული ტექსტებითაც, განსაკუთრებით ბინ გორიონის „იუდეველთა საგებით“. ისინი ლეგენდარული ფორმით გვაწვდიან ზეპირსიტყვიერ ბიბლიურ გადმოცემებს, ამდიდრებენ რა მათ მითიურად და პოეტურად. ბავშვის ჯერაც მითოსურ-ხატოვანი ფსიქიკის წვდომის, ასევე თავად ბავშვების თანაშემოქმედების შედეგად წარმოიშვა მოთხრობები შესაქმის შვიდი დღის, კაცობრიობის მიწიერი მოღვაწეობის დასაწყისის (კაენის ძენი), ნოეს კიდობნის, როგორც „ძველი სამყაროს“ დასასრულის, შესახებ. სიმპათია სიკეთისადმი, ღვთაებრივი სამყაროსადმი, ვაება და წყვდიადი, როგორც ნათლის სამყაროდან გამოყოფის შედეგი - ეს არა მხოლოდ ძველი აღთქმის დრამაა, არამედ ცალკეული ადამიანისაც, რომლის კვალზეც მიაბიჯებს და ცხოვრობს ბავშვი, თუნდაც ჯერ მშვინვიერად დაცული. თუ მოხერხდება ბუნების საუფლოს წვდომა, როგორც ღვთაებრივი შესაქმიდან აღმოცენებულისა, მაშინ შესაძლებელი იქნება გაოცების, თაყვანისცემისა და ბუნების სიყვარულის უნარების გაშლა. და თუ დანაშაული და წაწყმედა წარმოდგენილ იქნება, როგორც ევოლუციური ძალა სიკეთისათვის, მაშინ გამოიღვიძებენ ზნეობრივი ძალები, რომელნიც არსად ისე ხატოვნად არ არიან მოცემულნი, როგორც ძველი აღთქმის დიად მოვლენებში. ეს თავისუფალი პოეტური ფორმის მოთხრობები თავისი შინაარსით მკაცრად მისდევს პირველწყაროებს. ისინი ბავშვებისთვის არიან განკუთვნილნი, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნენ დაწყებით კლასებში რელიგიის გაკვეთილებისას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესაქმის შვიდი დღე
    • სოფლის დასაბამი
    • მიქაელი და გველეშაპი
    • შესაქმის პირველი დღე
    • დღე მეორე
    • დღე მესამე
    • დღე მეოთხე
    • ედელვაისი და მთის ყვავილები
    • შხამიანი მცენარეები
    • რატომ აქვს ვარდს ეკლები
    • დღე მეხუთე
    • დღე მეექვსე
    • მტრედი და ცხვარი
    • ადამიანის შექმნა
    • დღე მეშვიდე
    • სამოთხეში
    • ცოდვითდაცემა
    • დედამიწაზე
  • კაენის ძენი
    • კაენი და აბელი
    • რა დაესიზმრათ კაენსა და აბელს
    • კაენი ამარცხებს მგელს
    • როგორ ტიროდა ევა
    • როგორ მოკლა კაენმა მსხვერპლშეწირვისას საკუთარი ძმა
    • ადამი ასაფლავებს აბელს დედამიწაზე პირველ სამარეში
    • ადამის სიკვდილი
    • კაენის ძენი
    • იაბალი, გარეულ მხეცთა მომთვინიერებელი
    • იაბალი სხვა ცხოველებსაც აშინაურებს
    • იუბალს მუსიკა მოაქვს ადამიანებისთვის
    • თუბალ-კაენი, გამომგონებელი და მძლავრი მჭედელი
    • იაბალი პირველ სახლებს აგებს
    • თუბალ-კაენი იარაღებს ჭედავს იაბალისთვის სახლების ასაგებად
    • სამი დანა
    • იუბალი ცხოველებისთვის უკრავს
    • იუბალი ადამიანებისთვის უკრავს
    • ბოროტი შეგირდებისა და მათი ავი საქმის შესახებ
    • კენოსი ტყის გამოქვაბულში
    • როგორ გადაურჩა იუბალი დიდ ხიფათს
    • სეთის მიწიერი აღსასრული
    • როგორ შემოიტანა ენოსმა ადამიანებში კერპთაყვანისმცემლობა
    • ენუქთან ერთად სიკეთის ნათელი ბრუნდება დედამიწაზე
    • ენუქი აღანთებს თავის პირველ სამსხვერპლო ცეცხლს
    • ენუქი პოულობს წმინდა წიგნის გამოქვაბულს
    • ენუქის მოგზაურობა
    • ღმერთის მთა და მისი ქურუმი
    • ენუქის ამაღლება
  • ნოეს კიდობანი
    • უხუცესი მათუსალა
    • ნოეს დაბადება
    • პატარა ნოეს რისხვა
    • ასი კერპის ქალაქი
    • დავალება
    • შავგვირგვინოსანი მეფე
    • რაფაელს მიჰყავს ნოე ცხოვრების წიგნთან
    • დავალება კიდობნის აგების შესახებ
  • სემი, ქამი, იაფეტი და ცხოველები
    • განადგურდეს თუ არა კიდობანი?
    • ცხოველების შეკრება
    • კიდობანში შესვლა
    • ადამის კუბო
    • კიდობანი იკეტება და წვიმა იწყება
    • წარღვნა იწყება
    • ქარიშხლისას კიდობანში
    • ყორნის გაფრენა – მტრედის მიერ მოტანილი ცნობა
    • ახალ ქვეყანაში
    • სამადლობელო მსხვერპლშეწირვა
    • ეშმაკი ნოეს ვენახში
    • სემი და ანგელოზი
  • ბოლოსიტყვაობა