კალათა

დეტალურად

ცნობილი თურქი მწერალი ჰალდუნ თანერი (1916-1986 წწ) თავდგირიძეთა არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, შესაფერი განათლებაც მიიღო - ფართო დიაპაზონის, დიდი განათლების მქონე მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი, ევროპული ლიტერატურის მკვლევარი - ასე იცნობს მას მკითხველი. ითვლება, რომ ჰალდუნ თანერი იუმორისტი მწერალია, მაგრამ მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ „მის ნოველებში სევდა სჭარბობს სიცილს“. თუმცა, დავამატებდით - სიცილს კი არა - ღიმილს, ადამიანებისადმი დიდი სიყვარულით ნასაზრდოებ თანაგრძნობის ღიმილს. დიახ, თანერი არასოდეს იცინის. იგი სევდიანი ღიმილით გვესაუბრება ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზეც კი. ღიად, პირდაპირ არ ამბობს სათქმელს. მის ნოველებში მთავარია ის ბევრისდამტევი ქვეტექსტი, რომელსაც მწერალი ძუნწი, მაგრამ ზუსტი ფსიქოლოგიური დეტალებით ქმნის. ჰალდუნ თანერის ნოველების კრებული ქართულ ენაზე მეორედ გამოდის. ის ახალი თარგმანებითაა შევსებული.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • სანჩოს გასეირნება
  • თორმეტს აკლია ერთი წუთი
  • ბანქოს დასტაში
  • იზნიქელიყარყატი
  • აწვიმდა შიშჰანეს
  • ორი მეზობელი
  • ოთხნი ერთ კატერზე
  • აუქციონი
  • ALLEGRO MA NON TROPPO
  • სიამოვნებით
  • ჩვენი უბნის აფთიაქში
  • ქანდაკება
  • ფეხი
  • დურბინდი
  • MADE IN U.S.A.
  • გაუმარჯოს დემოკრატიას!
  • ეს მოთხრობა არ არის,ანუ - რვიდან ცხრა საათამდე
  • ალვისხე და ადამიანები
  • მოუსმინეთ იმას, რაც გაგიხარდებათ!
  • ქეშანელი ალის დესთანი
    • პირველი მოქმედება
      • პირველი სურათი
      • მეორე სურათი
      • მესამე სურათი
      • მეოთხე სურათი
      • მეხუთე სურათი
      • მეექვსე სურათი
      • მეშვიდე სურათი
    • მეორე მოქმედება
      • მერვე სურათი
      • მეცხრე სურათი
      • მეათე სურათი
      • მეთერთმეტე სურათი
      • მეთორმეტე სურათი
      • მეცამეტე სურათი
      • მეთოთხმეტე სურათი
    • სქოლიო