კალათა

დეტალურად

დიდხანს მქონდა განცდა, რომ ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს, რაღაც უფერული და მომაბეზრებელი რუტინით გაჯერებული. არადა, ახლა რომ ვუყურებ, სულაც არ მქონია უინტერესო ცხოვრება. პირიქით, ძალიანაც საინტერესო იყო და მრავალფეროვანი თავგადასავლებით სავსე. რაც მთავარია, ყველაფერი გრძელდება. ამ ოცდაათი წლის წინ რომ ვინმეს ჩემთვის ემკითხავა: შენ მოესწრები საქართველოს დამოუკიდებლობას, გახდები დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრი და ხშირ-ხშირად გაჩვენებენ ტელევიზიით, მოივლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, დაესწრები ჩაკ ბერის და არეტა ფრანკლინის კონცერტებს, ის გოგონა, ვისზეც ახლა მწარედ ხარ შეყვარებული, შენი ცოლი გახდება და შვილებს დისნეი-ლენდში და უნივერსალ სტუდიოს პარკებში წაიყვანთ, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად მაინც უკმაყოფილო იქნებიო, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი, ეგ ყველაფერი თუ ამიხდა, ხმას როგორ ამოვიღებ-თქო. არადა, ვარ უკმაყოფილო, ფაქტია. ერთადერთი, რასაც ყველას ვუსურვებ და მათ შორის ჩემს თავსაც – მუდამ ჰქონდეს სიახლის ინტერესი, რადგან ვინ უწყის, სად მიგიყვანს ფეხი შენი, თუნდაც 64-ის რომ გახდები. მე კი ბევრიც აღარ დამრჩა და თითქოს მეტი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თვითპრეზენტაციასავით
  • წინასწარმეტყველების მექანიკა ანუ ერეტიკული შენიშვნები ერთი არშემდგარი ლიტერატურული იუბილეს გამო
  • ჩაწოლილი ბესტსელერები
  • ჯეიმზ ბონდის რეაბილიტაცია ანუ პოლემიკური შენიშვნები თვითრეკლამის ელემენტებით
    • პროლოგი
    • თავი მეორე
    • თავი მესამე
    • თავი მეოთხე
    • თავი მეხუთე
    • ეპილოგი
  • კრავთა დუმილი
  • კონსტიტუციონალიზაციის ფაქტორი
  • დასასრული, როგორც სიჩუმე
  • ახალი დროების ძველი სივრცეები
    • 1. შესავალი: მარტოობის ათი წელიწადი, ანუ მთარგმნელობითი ალმანახის ბედი პოსტსაბჭოურ საქართველოში
    • 2. წერილები არქივიდან: ნიკოფსიიდან დარდუბალამდე
    • 3. ბოლოთქმა: ნეკროლოგის მაგიერ
  • ბობ დილანი თბილისში (ნამდვილი ამბავი)
  • განსმდგომი შუაკაცი (ოთარ ჭილაძის გახსენება)
  • წარუმატებელნი და არაადექვატურნი