კალათა

დეტალურად

ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები

ქევსერ რუჰი

გამომცემლობა არტანუჯი

მთარგმნელი თამარ თევდორაძე

მცირე პროზა

თარგმანი თურქულიდან

„მას ჩემთვის არ მოუყოლია იმ ჭროღა თვალებზე, რომლებმაც მოუშუშებელი გულის იარა დაუტოვა. არც მე მითქვამს, თუ როგორ სალბუნად დაედო ჩემს დაღლილ სულს მისი ტკბილი ხმა, ვერც ის გავუმხილე, როგორ განსაკუთრებული მომხიბვლელობით წარმოთქვამდა ს-ებს... „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ ჩიტების გადაულახავ საზღვრებს კვეთს. „გაღმა მხარეზე“ დანატრებული ადამიანების, სევდისა და სიხარულის, სიმწრისა და ბედნიერების, ქორწილებისა და დაკრძალვების შეხვედრის ადგილია ეს მოთხრობები... თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს. ქევსერ რუჰი პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ვიწრო ხიდზე გადის. ქევსერის პოეტურობაში ხანდახან იგრძნობა უფსკრულისაკენ დამზიდველი ძალა. დიახ, ის თავბრუს გვახვევს, საშიშია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი“ (სადიქ ასლანქარა – გაზეთი „რესპუბლიკა“). პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა.
  • ტყე დადუმდა
  • გაღმა მხარე
  • ის, რაც მახარებდა
  • გიჟი მეჰმედი
  • სეირანი
  • ჯილდო
  • შენი ჭირიმე
  • ისეთივე, როგორც ყველა
  • დამსხვრეული ფრთები
  • იმედის ქალაქი
  • არარსებული მოთხრობა
  • სამახსოვრო ფოტო
  • ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები...